კვლავ ჩემპიონთა ლიგა

კვლავ ჩემპიონთა ლიგა


მადრიდის "რეალს" უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევს ბერნაბეუზე.


"რეალი" ? ? "ლიონი"

ახლოვდება ჩემპიონთა ლიგა, მადრიდის "რეალს" კი უმძიმესი მატჩის ჩატარება მოუწევს სანტიაგო ბერნაბეუზე. "ბლანკოსმა" პირველი მატჩი საფრანგეთში სტად ჟერლანზე 1-0 დათმო. "ლიონმა" იმ შეხვედრაში სამეფო კლუბი დაჩაგრა, მაგრამ ტაბლოზე მხოლოდ მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა. ამჯერად "რეალის" ყველა ვარსკვლავი წარმატებაში დარწმუნებულია და ამის სჯერათ კიდეც. ისტორიას თუ გადავხედავთ "ლიონს" ძალიან კარგი შედეგი აქვს "რეალის" წინააღმდე. ფეხბურთელები გვპირდებოდნენ წინა მატჩშიც ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას, მაგრამ მათ ყველაფერი საპირისპიროდ გამოუვიდათ და თამაში დათმეს. ახლა კი ისევ ისე როგორც წინა მატჩამდე იმედოვნებენ რომ "ლიონი" გამოეთიშება ასპარეზობას. ყველაფერი 10 მარტს სანტიაგო ბერნაბეუზე გადაწყდება.

"მანჩესტერი" ? ? "მილანი"

პირველი მატჩი სან სიროზე უაღრესად საინტერესო და შედეგიანი იყო. იტალიელებმა შესანიშნავად დაიწყეს და ანგარიში სწორედ მათ გახსნეს, გოლის გაიტანა რონალდინიომ შესძლო. მეორე ტაიმში მილანი განაგრძობდა შეტევებს მაგამ, ფერგიუსონის გუნდმა მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა მოახერხა. მათ ანგარიში გაათანაბრეს, გოლი რიკოშეტით სკოუზმა გაიტანა. შემდეგ მატჩის მიწურულს რუნიმ დუბლი შეასრულა და ანგარიში 1-3 გახდა, იტალიელები ამას არ შეეგუენ და რონალდინიოსა და ზეედორფის ბრწინვალე თამაშის წყალობით ანგარიში 2-3 გახდა. ამჯერად მატჩი ოლტ რაფორდზე მანჩესტერის ფავორიტის სტატუსით დაიწყება, თუმცა იტალიელები ასეთ მძიმე სიტუაციაში არაერთხელ ყოფილათ და გამოსავალი უპოვიათ. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ, "მილანი" ერთ-ერთი ყველზე გამოცდილი გუნდია ევროპაში.

"ფიორენტინა" ? ? "ბაიერნი"

პირველი მატჩი გერმანიაში გაიმართა და მიუნხენელებმა დიდი გაჭირვებით 2-1 იმარჯვეს. მატჩის დასრულების შემდეგ კი დიდი აჟიოტაჟი ატყდა იმის შესახებ რომ მსაჯმა თამაშგარედან გატანილი გოლი ჩაუთვალა "ბაიერნს" და სწორედ ამის წყალობით მოახერხა გერმანულმა გრანდმა გამარჯვება. ფიორენტინამ ბოლომდე იბრძოლა მაგრამ, მაინც დამარცხდა, "ფიორეს" ყველა ფეხბურთელს სჯერა საკუთარი თავის და გამარჯვების.ყველაფერი იტალიაში გადაწყდება. dle 10.1

  • chich
  • 8 მარტი 2010
  • 1578
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)