გუტის პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" წამყვანი ნახევარმცველი ხოსე მარია გუტიერესი Realmadrid.com-ის ჟურნალისტებს ესაუბრა და გუშინდელი შეხვედრა განიხილა, რომელიც მისმა გუნდმა "სევილიას" წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში 3–2 მოიგო. ესპანელი "ლიონთან" გასამართ მატჩსაც შეეხო.


"შედეგით ყველა კმაყოფილია, მაგრამ შეხვედრა დასაწყისიდანვე, რომ მშვიდად განგვევითარებინა, ყველაფერი გაცილებით უფრო ადვილად წარიმართებოდა. წარმატების მისაღწევად ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა."

"ოთხშაბათს შეცდომის დაშვების უფლება არა გვექნება, ეს შეხვედრა ყველასგან განსხვავებული იქნება, ყოველ ჩვენგანს მაქსიმალური კონცენტრაცია და მობილიზაცია მართებს. მიმდინარე სეზონში ერთ–ერთი ყველაზე მნიშნვნელოვანი თამაშის ჩატარება მოგვიწევს, გამარჯვება ჩვენი უშუალო მოვალეობაა. გუშნდელმა წარმატებამ საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნა, ასე რომ "ლიონთან" მატჩს მხიარულ ნოტაზე ვხვდებით. ფანებმა ჩვენს გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდეს, სწორედ მათი მხურვალე მხადაჭერის შემდეგ ვიპოვეთ ძალა საკუთარ თავში და შეხვედრა ღირსეულ დასასრულამდე მივიყვანეთ."
გუტის პრესკონფერენცია

გუტის პრესკონფერენცია

"ლიონი ბრწყინვალე გუნდია, მათ ურყევი დაცვის ხაზი და ძალიან ტექნიკური თავდამსხმელები ჰყავთ. მთავარია განმეორებითი მატჩი დიდი ანგარიშით მოვიგოთ, ეს ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა. სწრაფი გოლის გატანას ვეცდებით, უპირატესობა თავიდანვე უნდა მოვიპოვოთ, თორემ ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ წარიმართება. რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, გულშემატკივარი გამარჯვების მოლოდინშია..."

"ევროპაში საკუთარი თავი უნდა დავიმკვიდროთ. ხალხს ჩვენი აღარ სჯერა, მათ კიდევ ერთხელ უნდა დავუმტკიცოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვართ და ნებიმსიერი ტიტულის მოგება შეგვიძლია. ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ."
გუტის პრესკონფერენცია
გუტის პრესკონფერენცია

"ორივე ტურნირი, რომელშიც ვმონაწილეობთ ძალიან მნიშნვნელოვანია. ესპანეთის ჩემპიონობაში "ბარსელონა" შეგვეცილება, ევროპაში კი ყველა ძლიერი გუნდი. იმედი მაქვს კატალონიელები კიდევ ერთხელ წაბორძიკდებიან და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება. ელ კლასიკოში გაირკვევა მთავარი – უძლიერესის ვინაობა. იმედი მაქვს საუკეთესო კვლავ მადრიდის "რეალი" გახდება."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)