ზიდანი:„ხვალინდელ მატჩში „რეალის“ ქომაგებს დიდ სიურპრიზს ვპირდები“

ზინედინ ზიდანმა სამეფო თასის განმეორებითი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„წინა მატჩი, რომელიც „ფუენლაბრადასთან“ შედგა, საკმაოდ მარტივად მოვიგეთ და საშინაო არენაზე კომფორტულ გარემოში ვიასპარეზებთ, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია, წინ 90 წუთია, სადაც ფეხბურთელებმა ბოლომდე უნდა იბრძოლონ.“

„კასტილიელებს შანსს მივცემ. ახალგაზრდა მოთამაშეებმა მთავარი გუნდის სულისკვეთება უნდა შეიგრძნონ, ამისთვის მათ აუცილებლად სჭირდებათ შანსი.“

„კატალონიელებთან სხვაობა შემცირდა, რაც ძალიან კარგია. აღებულ გეზს არ უნდა გადავუხვიოთ და ქულების მაქსიმალურ რაოდენობას მოვუყაროთ თავი.“

„„ბარსელონას“ გოლი არ ჩაუთვალეს, ეს ფაქტია და ვიდეოგამეორებაზეც გამოჩნდა. მე არ მსურს ვისაუბრო მსაჯებზე და მათ გადაწყვეტილებებზე, ასევე არ ვისაუბრებ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემი საქმე „რეალის“ გაწვრთნაა.“

„რამოსი არ ითამაშებს, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია.“

„ხვალ გულშემატკივრებს სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ. სამედიცინო შტაბთან კონსულტაციებს გავდივარ. მსურს, რომ ბეილი მოედანზე ერთი ტაიმის მანძილზე მაინც გამოჩნდეს.“

„ახლა არ შემიძლია ვისაუბრო ტრანსფერებზე. არ გამოვრიცხავ, იანვარში სიახლეები იყოს.“

„სებალიოსი ძალიან კარგად მუშაობს, ის ახლახანს მოვიდა გუნდში და ძალიან მალე გაიარა ადაპტაცია.

„„ელ კლასიკო“ ახლოვდება. ეს არის მატჩი, რომელიც უკავშირდება უდიდეს ემოციებს, გრძნობებს და მომენტებს. „ელ კლასიკო“ აერთიანებს სრულიად საფეხბურთო სამყაროს.“ dle 10.1

  • Datuna
  • 27 ნოემბერი 2017
  • 6337
  • 9

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)