ლიდერები "ლიონისთვის" ემზადებიან

ლიდერობიდან თერთმეტი საათის შემდეგ, მადრიდის "რეალი" ვარჯიშს არ წყვეტს. ამჯერად ისინი ფრანგული კლუბის, "ლიონის" დასამარცხებლად ემზადებიან. "სევილიას" წინააღმდეგ მატჩი მოწმობს იმას, რომ სამეფო კლუბს სასწაულების მოხდენა შეუძლია. თუმცა სამწუხაროდ არის ცუდი ამბავი. ბენზემას და დრენტეს სპორტულ დარბაზში შეუერთდნენ კრიშტიანო რონალდო და სერხიო რამოსი, რომლებსაც მცირე დაზიანებები აღენიშნებათ.


ლიდერები "ლიონისთვის" ემზადებიან


სამეფო კლუბის ფეხბურთელებს დასვენების დრო არ აქვთ, რადგან ზუსტად სამ დღეში მათ ძალიან რთული მატჩი ელით. სანტიაგო ბერნაბეუზე "რეალს" 90 წუთი ექნება იმისთვის, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხონ.

ლიდერები "ლიონისთვის" ემზადებიან


დღეს მანუელ პელეგრინის შეგირდებმა სხვადასხვა დარიგება მიიღეს. ამის შემდეგ კი 18 კაციანმა ჯგუფმა ვარჯიში დაიწყო.

ლიდერები "ლიონისთვის" ემზადებიან


ჩილელმა სპეციალისტმა გუნდი ორ ნაწილად დაყო. 1) სევილიას წინააღმდეგ მოთამაშე ძირითადი შემადგენლობის ცხრა კაცი: კასილასი, კაკა, ხაბი ალონსო, არბელოა, ალბიოლი, გარაი, მარსელო და ლასანა დიარა. ამ ფეხბურთელებმა შედარებით მსუბუქად ივარჯიშეს, რადგან როგორც იცით, ლა ლიგის წინა ტურში ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. 2) გუნდის დანარჩენი ფეხბურთელები: გუტი, გაგო, მაჰამადუ დიარა, ვან დერ ვაარტი, გრანერო, რაული და მეტცელდერი, ცალკე გაისარჯნენ.

ლიდერები "ლიონისთვის" ემზადებიან


გუნდს დაემატა კასტილიას მეკარე ტიტო, რომელმაც დუდეკთან ერთად დარიგებები ტრადიციულად ხაბიერ მანჩისიდორისგან მიიღო. და ბოლოს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ და საუბედუროდ ბენზემას და დრენტეს შეუერთდა, ძირითადი შემადგენლობის ორი წამყვანი ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო და სერხიო რამოსი. ამ ოთხ ფეხბურთელს ფიზიკური პრობლემები აწუხებთ. dle 10.1

  • Junior
  • 7 მარტი 2010
  • 1891
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)