ვალდანო გულშემატკივრებს მხარდაჭერას სთხოვს

ხორხე ვალდანომ, მადრიდის "რეალის" ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ, მატჩზე ისაუბრა და მცირე ინტერვიუ მისცა ესპანელ ჟურნალისტებს.


შესანიშნავი მატჩი!

"ძალიან ბევრი ვინერვიულე. ეს მართლაც საოცრება იყო და ამ ულამაზესი სპექტაკლისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო: ფეხბურთელებს, მწვრთნელს და რა თქმა უნდა გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლომდე გვედგნენ გვერდში და ბოლომდე დაგვიჭირეს მხარი. იმედია ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება".

"რეალი" ლიდერია...

"ეს ყველაფერი გუნდის დამსახურებაა. ბიჭებმა ბოლომდე იომეს და შედეგიც სახეზეა. ახლა ცოტა ხანი პრიმერას უნდა მოვეშვათ, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგაა, სადაც აუცილებლად უნდა გავიდეთ მომდევნო ეტაპზე".

"მერენგები" აგრძელებენ სანტიაგო ბერნაბეუზე "მეფობას"...

"რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი ოთხაშაბათს გაგრძელდება, ამის პირობას გაძლევთ. პირველი მატჩი წავაგეთ, მაგრამ ის რაც გუშინ მოხდა, ამის შემდეგ ალბათ ხვდებით, რომ ჩვენგან ყველაფერია მოსალოდნელი".

რას თხოვთ გულშემატკივარს ოთხშაბათს?

"მე მათ მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერას ვთხოვ მთელი 90 წუთის განმავლობაში, რადგან კლუბი ამას იმსახურებს. იმედია "ინჩასები" მეთორმეტე მოთამაშის როლს შეასრულებენ ფრანგული კლუბის დამარცხებაში".

"სევილიასთან" მატჩი გადამწყვეტი იყო?

"არა მგონია. "ბარსელონამ" "ალმერიასთან" მატჩში ქულები დაკარგა, რამაც გალიდერების საშუალება მოგვცა. იმედია ასე გავაგრძელებთ და პრიმერას ტიტულს მოვიპოვებთ".


ინფორმაციის წყარო:as.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)