მეფის მეფური მეფობა – ანუ დაცემა გამარჯვებისთვის

მოკლედ, ეხლა რა ხდება... ისე ვარ აჟიტირებული დღევანდელი ნანახი თამაშით, რომ არ ვიცი როგორ გამეძლო და შემეკავებინა თავი აქ რამე სტატიის არ დადებისაგან... მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვხატო ჩემი ემოციები დღევანდელ გამარჯვებასთან დაკავშირებით...


მეფის მეფური მეფობა – ანუ დაცემა გამარჯვებისთვის


პირველი კითხვა , რომელიც ალბათ თითოეულ თქვენგანს დაებადება ამ სტატიის ნახვისას არის ის, თუ რა შუაშია აქ მეფე და მეფობა... ამაზე პასუხს იმედია ჩემი სტატიის წაკითხვისას გაიგებთ... დიახ, მეგობრებო , „სანტიაგო ბერნაბეუ“ არის სტადიონი, ერთგავრი სახელწიფო, სადაც მხოლოდ ერთი მეფე არსებობს, ესაა სახელმწიფო თავისი მოქალაქეებით (იგულისხმება გულშემატკივრები), რომელიც ვერ იტანს ორ,სამ და ა.შ. მეფობიანობას... ესაა ადგილი, რომელსაც ერთი პატრონი ყავს და რომელიც ძნელად თუ შეეგუება სხვა ახალი მბრძანებლის გამოჩენას...


მეფის მეფური მეფობა – ანუ დაცემა გამარჯვებისთვის


„სანტიაგო ბერნაბეუ“ ადგილი, სადაც ვიხილეთ სანახაობრივი სპექტაკლი ძირითადად „მადრიდის რეალის“ ხელმძღვანელობით... დღეს მოხდა ის, რასაც დიდი ხანია ველოდით , პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს დაუმსახურებელი პირველი ადგილია, იმიტომ რომ ამის მოსაპოვებლად კლუბმა ბევრ გამოცდას გაუძლო, ბევრი რამ გადაიტანა (ეს იქნებოდა მწარე კრიტიკა, თუ სხვა რამე ), მაგრამ მიუხედავად ამისა გამოავლინე თავის სულიერი და მორალური სიძლიერე და აღმოჩნდა იმ ადგილზე, რომლისკენაც ასე მონდომებით ილტვოდა...


მეფის მეფური მეფობა – ანუ დაცემა გამარჯვებისთვის


დღეს თამაში ჩვენთვის არც თუ ისე დამაჯერებლად და სასიამოვნოდ დაიწყო... ალონსომ , თითქოსდა ძალიან უნდოდა მისი თანამემამულის პუიოლის მიბაძვა , ისე გაიტანა ბურთი საკუთარ კარში, რომ ნერვიც არ ატოკებია... ალონსოა და ეპატიება , გაიფიქრა ალბათ ბევრმა თქვენგანმა.. ბევრმა შეიძლება , ისევე როგორც მე , კარგად მივიკითხ–მოვიკითხე მისი სანათესაო... მაგრამ ასეა თუ ისეა ბურთი კასილასის კარში აღმოჩნდა და მოწინააღმდეგე ბოტ–ბოტა ნაბიჯებით წინ გავიდა...მასპინძლები აშკარად არ ელოდნენ ასეთ სტარტს და დაიწყეს გოლის გატანაზე ზრუნვა, მაგრამ პირველი 45 წუთის განმავლობაში ვერაფერი ვერ დააკლეს პალოპის კარს.. სამაგიეროდ მადრიდელებმა ამ 45 წუთში ორი ყვითელი აიკიდეს (კიდე ერთხელ ბოდიში ჟარგონისთვის), თავი არბელოამ და გარაიმ „გამოიჩინეს“...


მეფის მეფური მეფობა – ანუ დაცემა გამარჯვებისთვის


შეხვედრის მეორე ნახევარიც ისევე დაიწყო, როგორც პირველი, ანუ წარუმატებლად , იდგა 52–ე წუთი, როცა „სევილიამ“ საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვა... ბურთთან დრაგუტინოვიჩი მივიდა და აშკარად ეტყობოდა, რომ სულაც არ აპირებდა კარში დარტყმას , პრინციპში მისი დარტყმული არც გავდა რამე მაგდაგვარს... მაგრამ ოი საოცრებავ , ჩაწოდებული ბურთი ისე, რომ არავინ შეხებია კარში წავიდა... აი, რას აკეთებდა კასილასი ამ დროს, ეს ნამდვილად საკითხავია... საკითხავია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ანალოგიურ სიტუაციაში ვალდესი, რომ ვალდესია (აი ის, ხო იცით მეტოქე ფებხურთელებისთვის, რომ უყვარს ბურთის გადაწოდება) არ შეცდებოდა, ჩვენი კასი კი მართლაც ბავშვივით დაიბნა და შედგეად მრგვალი ბურთი მადრიდელთა კარში აღმოჩნდა... ასეთი რამ ნაღდად არ ეკადრებოდა მეკარეს, რომელმაც იგივე „სევილიასთან“ თამაშისას საოცარი ბურთი აიღო.. მაგრამ რას იზამთ.. ასეც ხდება... არის დრო, როცა ისეთი მაღალი კლასის მეკარეები, როგორიც კასილასია შეცდომებს უშვებენ და ამით აძლევენ საშუალებას ვიწრო (და არა დაბალი) კლასის მეკარეებს მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე ილაპარაკონ...


მეფის მეფური მეფობა – ანუ დაცემა გამარჯვებისთვის


მოკლედ, არ უნდა ეხლა ამას ბევრი ლაპარაკი (მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სრულიადაც არ მხიბლავს იკერ კასილასზე აუგის თქმა), ასეა თუ ისე მე–2 სადაბადებისდღეო საჩუქარიც მივიღეთ „სევილიელთა“ მხრიდან 52–ე წუთზე (ცოტა დააგვიანდათ, მაგრამ ეპატიებათ)... ეს იყო და ეს... ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი კლუბი ბრწყინავდა და ეს ნამდვილად არ ყოფილა „სევილია“. ეს იყო მეფე „მადრიდის რეალი“....


ანუ მარტივად გეტყვით რა სიტუაცია იყო: აი, როცა ქვეყანას მტერი შემოესევა და ომს გიწყებს შენსავე ტერიტორიაზე... თან ეს ომი წარმატებით მიმდინარეობს მოწინააღმდეგისთვის... მაგრამ სწორედ ასეთ დროს გამოჩნდება ხოლმე ამ ქვეყანაში ერთი პიროვნება, ან პიროვენბათა ჯგუფი, რომელიც თავგანწირვით გაუძღვება ქვეყნის სიყვარულით გულანთებულ რაინდებს ბრძოლაში და მათი სივაჟკაცით შემოსეულ მტერს კუდამოძუებულს გაუშვებენ უკან... ერთხელ ერთ სამხედრო ჟურნალში (მგონი „არსენალი“ ასე ქვია ამ ჟურნალს) გადავაწყდი სტატიას, სადაც კარგად და გასაგებად იყო აღწერილი სამხედრო სტრატეგიები საომარი მოქმედებების დროს... მანდ გავიგე და გავიაზრე, რომ უკან დახევა სულაც არ ყოფილა დამარცხების ტოლფასი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ გაქვს ყველაფერი დაგეგმილი...


მეფის მეფური მეფობა – ანუ დაცემა გამარჯვებისთვის


რა შუაშია სამხედრო თემა? თავშია თავში.. „სევილია“ დღეს გავდა დამპყრობელს, რომელიც შემოიჭრა ჩვენს სამფლობელოში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და 52 წუთის განმავლობაში თითქოსდა დააჩოქა ჩვენი სახელმწიფო... სიტყვა თითქოსდა იმიტომ ვიხმარე, რომ მათ ასე ეგონათ... სევილიელებმა ყველაფერი მოგვარებულად ჩათვალეს , მაგრამ სწორედ აქ დაუშვეს მათ დიდი შეცდომა... ცნობილი ფაქტია, რომ მანამ სანამ ბოლომდე არ დარწმუნდები შენს წარმატებაში, იქამდე ბრძოლა არ უნდა შეწყვიტო... „სევილია“ კი სრულიად საპირისპიროდ მოიქცა და შედეგადაც ყველაფერი საპირისპირო მიიღო... მათ თითქოსდა ეზარებოდათ, მოედნის ნახევარი მთლიანად დათმეს „მადრიდის რეალს“ და ამავდროულად ბურთის კონტროლის საშუალებაც მისცე მასპინძლებს, რაც თანამედროვე ფებხურთში ყოვლად დაუშვებელია...


ბევრი შეიძლება შემომედავოს, მაგრამ ფაქტია, რომ „სევილიას“ უკან დახევის გეგმა, აშკარად არ ვარგოდა და გამოუსადეგარი იყო მოცემული სიტუაციისთვის... უკან დახევის მშვენიერი გეგმა ქონდა დღეს „ალმერიას“, რომელმაც „ბარსელონასთან“ კარგად დაგეგმილი სტრატეგიის წყალობით ფრეს გამოკრა ხელი, არადა რა იმედი გიზგიზებდა დღეს იმათ გულში...


მეფის მეფური მეფობა – ანუ დაცემა გამარჯვებისთვის


სულ რაღაც 8 წუთი იყო გასული მას შემდეგ, რაც „სევილია“ უკან დახევას შეუდგა, რომ „ბლანკოსებმა“ კონტრშეტევა განახორციელეს (კონტრშეტევა არა საფეხბურთო გაგებით, არამედ სამხედრო , როცა მტერს მოულოდნელად ესმხები თავს.. საფეხბურთო გაგებით „რეალს“ დღეს ნამდვილად არ უთამაშნია კონტრშეტევებზე).. მათ მტერს მტკივნეულ ადგილას დაარტყეს და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს, ამ სტრატეგიული შეტევის დამაგვირგვინებელი გახლდათ კრიშტიანო რონალდუ, რომელმაც მეტოქე კლუბის კარის ძელის მადრიდელთა მხრიდან რამდენიმე გზის ტანჯვა–წამების შემდეგ შეძლო ბურთის ბადეში მოთავსება, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო მანდ დიდხანს არ გაუჩერებია ბურთი...


მეფის მეფური მეფობა – ანუ დაცემა გამარჯვებისთვის


თითქოს ამას ელოდა, მადრიდული პუბლიკა გამოცოცხლდა, ხალხი აღსდა და უკევ უფრო ომახიანად უჭერდნენ მხარს საკუთარ შვილებს... დრო მოვიდა, რომ მომხდარიყო შემადგენლობის გადახალისება, მოედანზე გამოჩნდა დიდი ხნის უჩინარი გუტი ჰაზარდი და „დირიჟორი“ რაფაელ ვან დერ ვაარტი... ახალი სახეები პირველივე წუთებიდანვე შეუდგნენ საკუთარი მოვალეობის შესრულებას... „დირიჟორის“ პირველი ჩაწოდებული ბურთი კუთხურის ხაზიდან, რამოსის ჩვეული ბრწყინვალედ დახვედრებული თავი და ანგარიში გათანაბრდა... აქ კი ერთი უცნაური რამ მოხდა... ფეხბურთში ყველანაირი გოლის აღნიშვნა მინახია, მაგრამ რამოსი დღეს განსაკუთრებული იყო, ისევე , როგორც მთლიანად „მადრიდის რეალი“... რისი თქმა უნდოდა რამოსს ამ ჟესტით? ჯერჯერობით ეს უცნობია... იმედია, რომ მალე გავიგებთ...


მეფის მეფური მეფობა – ანუ დაცემა გამარჯვებისთვის


ამის შემდეგ კი უკვე საბოლოო დარტყმის მიყენების დრო დადგა... ბევრჯერ შევებრძოლეთ მეტოქეს მისსავე საჯარიმოში, მაგრამ მათი დამცავი ფარის მოვალეობას ხან მარცხენა კარის ძელი, ხანაც მარჯვენა, ხან კიდე ზედა ასრულებდნენ, ეტყობა მათმა ინჟინრებმა ამ საკითხზე ბევრი იმუშავეს... ამ სამიდან ორჯერ ერთმა და იმავე ფეხბურთელმა „შეაწუხა“ მეტოქე კლუბის „დამცავი ფარები“, ეტყონა რაღაც ძალიან პირადული იყო, თორემ ასე თავგამოდებით ზედიზედ მათი „შეწუხება“ ვის გაუგია... ერთხელ კი გუტი ჰაზარდმა გინდა თუ არა მეც უნდა მიცნობდეს „სევილიას“ დამცავი ფარიო და კი დაამახსოვრა მისი თავი, თან დარტყმულს მიაყოლა: „სადაც შენი სახელი ახსენო, იქიც ჩემიც თქვიო“...


ასევე ერთგვარი დამცავის როლში გამოდიოდა რამდენიმე მადრიდელი ფეხბურთელი, მაგ: რაული, რომელიც რამდენჯერმე გადაეფარა კარისკენ მიმავალ ბურთს... შეიძლება არც მიდიოდა, მაგრამ მაინც...


მეფის მეფური მეფობა – ანუ დაცემა გამარჯვებისთვის


ასეა თუ ისე, არაფრის დიდებით არ გამოდიოდა მეტოქის საბოლოოდ განდევნა ჩვენი ტერიტორიიდან, მანამ სანამ საქმეში „დირიჟორი“ არ ჩაერთო... ჩაერთო და თან როგორი ძალებით... ისე, როგორც ეს ნამდვილ დირიჟორებს ჩვევიათ , აი ისეთებს, რომლებიც თავიანთი ოსტატობით ნათელს ფენენ დამსწრე საზოგადოებას და ისინი სილამაზისა და სიმშვენიერის ღრმა მორევში გადაყავთ... სწორედ ასე იყო დღესა... დირიჟორმა თავისი მოქნილი მანერებითა და ხასიათით საბოლოო წერტილოვანი დარტყმა მიაყენა მეტოქე კლუბს, რის შედეგადაც ბოროტმა და ოკუპანტმა ძალებმა დატოვეს სახელიმწიფო ტერიტორია...


მეფის მეფური მეფობა – ანუ დაცემა გამარჯვებისთვის


აი , ეს იყო დღევანდელი დღე... აი, ასე გადავაგორეთ კიდევ ერთი ლა ლიგის ტური... აი, ასე მოხდა და დაიდგა კიდევ ერთი ლამაზი და მშვენიერი თეთრი სპექტაკლი...ეს იყო დღევანდელი დღის მოკლე ისტორია, ისტორია მეფისა, რომელიც თავდაპირველად დაეცა, მაგრამ მერე აღსდგა იმისთვის, რომ მტრებისთვის სამაგიერო მიეზღო და დაკარგული აენაზღაურებინა... ესაა ისტორია სამეფოსი, რომელიც რჩება ერთადერთ აუღებელ ციხესიმაგრედ კარსმომდგარი პირსისხლიანი მტრებისთვის... ისტორია ხალხზე, რომლებიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა და ყველას გასაგონად ეთქვათ და დაეყვირათ:


„ესაა „სანტიაგო ბერნაბეუ“, სახელმწიფო, რომელსაც ერთი მეფე ყავს, მეფე, რომელიც დაეცა იმისთვის, რომ გაემარჯვა და დიდხანს ემეფა, ხოლო ამ მეფეს სახელად „მადრიდის რეალი“ ქვია...“

ჰალა მადრიდ..!.. წინ მომავალი გამარჯვებებისკენ...!...

მეფის მეფური მეფობა – ანუ დაცემა გამარჯვებისთვის
dle 10.1

  • shvela
  • 7 მარტი 2010
  • 3545
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (31)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)