ზიდანი:„არ დავუშვებ, რომ გულშემატკივრებმა ეს გააკეთონ“

ზიდანმა „ლას პალმასთან“ მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდმა ბურთთან ერთად დიდი დრო გაატარა და შესაბამისი შედეგიც დააფიქსირა. სამი გოლის გატანა და საკუთარი კარის მშრალად შენახვა ნამდვილად ბრწყინვალე შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. უმთავრესი მაინც ის არის, რომ აქტივს 3 ქულა შევძინეთ და ბრძოლა გრძელდება. ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში ბრწყინვალედ იასპარეზეს.“

„როდესაც ასენიოს ვუყურებ ვხვდები, რომ საქმე უდიდეს ნიჭთან და პროფესიონალიზმთან მაქვს. „რეალში“ არაერთი ახალგაზრდა და პერსპექტივის სავსე ფეხბურთელია, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება. კმაყოფილი ვარ ვალიეხოს თამაშით, ის ბრწყინვალედ ასპარეზობდა, ასევე აქტიური იყო ნაჩო ფერნანდესი. ჰაკიმმა შეხვედრა გამოტოვა, თუმცა ეს „ტოტენჰემთან“ პასიური თამაშის გამო არ მომხდარა, მე კმაყოფილი ვარ მაროკოელის გამოსვლით, მას 19 წელი ახლახანს შეუსრულდა და არ დავუშვებ, რომ გულშემატკივრებმა ის ხშირად აკრიტიკონ და პროგრესში ხელი შეუშალონ, აკრაფს დიდი მომავალი აქვს.“

„ბენზემასთან მიმართებაში სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, ის ცდილობს, რომ საუკეთესო კონდიციას მიუახლოვდეს. კრიშტიანომ საგოლე გადაცემა მიითვალა და კონტრ-შეტევებზე ძალინ აქტიურად გამოდიოდა.“

„გუნდს უბრუნდება გარეთ ბეილი. უელსელი ფეხბურთელი სანაკრებო მატჩების შემდეგ აქტიურად დაიწყებს მზადებას და კოლექტივის დახმარებას სულ მალე შეძლებს, გარეთის არყოფნა დიდ პრობლემებს ქმნის.“

„რაფაელ ვარანი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იქნება, მომდევნო კვირაში კი შემოგვიერთდება.“

„მადრიდული დერბი ძალიან რთული გამოდგება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დიეგო სიმეონეს ბარიერი გადავალხოთ და თანაქალაქელები დავამარცხოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 ნოემბერი 2017
  • 9114
  • 111

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (154)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)