ლევერკუზენი 1-2 რეალ მადრიდი

დღეს ვისაუბრებთ რეალის მიერ მოგებულ მეცხრე ჩემპიონთა ლიგაზე. რეალმა 2002
წელს მეცხრე და ჯერჯერობით უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. აღსანიშნავია, რომ
მადრიდელები 1998 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგას ყოველ 2 წელიწადში იგებ-
დნენ(1998, 2000, 2002).
კენჭისყრის შემდეგ რეალი პირველ ჯგუფში მოხდა, სადაც მას კონკურენციას რომა, მოსკოვის ლოკომოტივი და ანდერლეხტი უწევდნენ. მადრიდელები ყოველგვარი დაძაბვის
გარეშე გავიდნენ ჯგუფიდან. ზედიზედ 4 მატჩის მოგებით ნაადრევად გაინაღდეს მომდევნო ეტაპის საგზური, ბოლო 2 მატჩი მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაატარეს და ისიც მეორე შემადგენლობით.



დღეს ვისაუბრებთ რეალის მიერ მოგებულ მეცხრე ჩემპიონთა ლიგაზე. რეალმა 2002
წელს მეცხრე და ჯერჯერობით უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. აღსანიშნავია, რომ
მადრიდელები 1998 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგას ყოველ 2 წელიწადში იგებ-
დნენ(1998, 2000, 2002).
კენჭისყრის შემდეგ რეალი პირველ ჯგუფში მოხდა, სადაც მას კონკურენციას რომა, მოსკოვის ლოკომოტივი და ანდერლეხტი უწევდნენ. მადრიდელები ყოველგვარი დაძაბვის
გარეშე გავიდნენ ჯგუფიდან. ზედიზედ 4 მატჩის მოგებით ნაადრევად გაინაღდეს მომდევნო ეტაპის საგზური, ბოლო 2 მატჩი მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაატარეს და ისიც მეორე შემადგენლობით.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე მადრიდელებმა იოლად დაძლიეს სპარტას(3-2, 3-0), პანათინაიკ-
ოსის(3-0, 2-2) და პორტუს(1-0, 2-1) ბარიერი და 1/4-ფინალში გავიდნენ, სადაც ძველი მეტო-
ქე-მიუნხენის ბაიერნი ელოდათ.
მიუნხენში მადრიდელები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ. ჯერემიმ მე-11 წუთზე ანგარიში დიდებული დარტყმით გახსნა ანგარიში. თუმცა ბოლო 10 წუთი პირწმინდად ჩააგდეს და შემეგად ჯერ ეფენბერგმა(82-ე წუთზე), შემდეგ კი პიზარომ(88-ე წუთზე) 2 გოლი გაიტანეს რეალის კარში. მატჩი 2-1 დასრულდა ბავარიელთა გამარჯვებით. რეალმა მეორე მატჩში გამოაჩინა საკუთარი პოტენციალი სრულად. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ჯერ ელგერამ გახსნა ანგარიში 69-ე წუთზე. ხოლო გუტიმ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მეორე გოლი გაიტანა კანის კარში და რეალი 1/2-ფინალში გავიდა, სადაც ძველისძველ მეტოქესა და მოსისხლე მტერს, ბარსელონას შეხვდა.
პირველი მატჩი ბარსელონაში გაიმართა. ამ ორმატჩიან რაუნდში რეალის უპირატესობა
თვალსაჩინო რომ იყო, ეს ნოუ კამზეც გამოჩნდა. რეალმა 2-0 მოიგო. გოლები კი ერთმან-ეთზე ლამაზი გამოვიდა. ჯერ ზიდანმა გადაუგდო ბურთი თავზე ვიზავის, მატჩის მეორე
დამატებულ წუთზე კი იგივე შესვლაზე შესულმა სტივ მაკმანამანმა გააკეთა, ოღონდ სა-
პირისპირო ფლანგიდან. მეორე მატჩში, რომელიც ფაქტობრივად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რეალს თავი დიდად აღარ მოუკლავს. რაულის გოლი-შედევრი, რომელიც საჯარომოს გარედან პირდაპირ ცხრიანში გაიტანა ჩვენმა ამჟამინდელმა კაპიტანმა, ბარსელონამ მეორე ტაიმში გაქვითა. ალბათ კატალონიელები გოლსაც ვერ გაიტანდნენ, რომ არა ისევ რეალის ფეხბურთელების აქტიურობა. ბურთი საკუთარ კარში ივან ელგე-
რამ ჩაჭრა. და აი ფინალიც, სადაც რეალის მეტოქე ფინალში სენსაციურად გასული ლევერკუზენის ბაიერი იყო, რომელსაც სხვათაშორის კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა.
ამ მატჩის სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

ლევერკუზენი 1-2 რეალი

გოლები: 0-1 რაული(8), 1-1 ლუსიო(13), 1-2 ზიდანი(45).

ლევერკუზენი: 1-ბუტი, 26-სებესკენი(9-კირსტენი 65), 6-ჟივკოვიჩი, 19-ლუსიო(3-ბაბ-
იჩი 90+1), 35-პლასენტე, 28-რამელოვი(კაპ), 25-შნაიდერი, 13-ბალაკი,
23-ბრდარიჩი(12-ბერბატოვი 39), 10-ბაშთურქი, 27-ნოივილი.
სათაგარიგო ფეხბურთელები: 20-იურიჩი, 35-ძაკა, 47-კლეინი, 15-ვრანიესი.

მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი.

რეალი: 13-სესარი(1-კასილასი 68), 2-სალგადო, 4-იერო(კაპ), 6-ელგერა, 3-კარლო-
სი, 24-მაკელელე(16-კონსეისაო 73), 10-ფიგუ(8-მაკმანამანი 61), 21-სოლარი,
5-ზიდანი, 7-რაული, 9-მორიენტესი.
სათადარიგო ფეხბურთელები: 18-კარანკა, 14-გუტი, 31-პავონი, 23-მუნიტისი.

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.

თარიღი: 2002 წლის 15 მაისი.
სტადიონი: ჰემდენ პარკი, გლაზგო.
დასწრება: 52 000.
მსაჯი: ურს მეიერი(შვეიცარია).

მატჩის ფავირიტად თავიდანვე რეალი იყო მიჩნეული. თუმცა მადრიდელები დიპლომა-
ტიურობას იჩენდნენ და მეტოქეს სიფრთხილით ეკიდებოდნენ. მატჩი რეალის უპირატესობით დაიწყო და მე-8 წუთზე რობერტო კარლოსის დიდებული აუტისა და მეკარე ბუტის უხეში შეცდომით რაულმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. გოლს გერმან-
ელები არ დაუბნევია და მალე ლუსიომ ანგარიში გაათანაბრა კიდეც.
...და აი დადგა ტაიმის ბოლო წუთი. მარცხენა ფლანგზე სოლარიმ და რობერტო კარლ-
ოსმა ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც გოლით დასრულდა და თანაც როგორით... მეტოქის საჯარიმოსკენ დაძრულ ბრაზილიელს სოლარიმ პარაშუტი პასი მია-
წოდა და რობერტომაც ერთი შეხედვით არაფრის მომცემი გადაცემა გააკეთა საჯარიმოს-
კენ. სწორედ აქ დახვდა ბურთს ზინედინ ზიდანი, რომელმაც, ჩვეულებისამებრ, შედევრი
გამოაცხო და ბურთს ნახევარბრუნში უძლიერესად დაჰკრა. ეს გოლი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გერმანელებს აზრზე მოსასვლელად ბევრი დრო დასჭირდათ.
68-ე წუთზე რეალის მეკარემ, სესარ სანჩესმა ბურთი აუტის ხაზს იქეთ გადააგდო და
მინდორზე გაიშხლართა. ტრავმა იმდენად სერიოზული იყო, რომ კიპერმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მის ნაცვლად კარში 20 წლის იკერ კასილასი ჩადგა. ძნელია,
იმის ვარაუდი, თუ რა შედეგით დასრულდებოდა ეს მატჩი, სესარს ტრავმა რომ არ მიე-
ღო. კასილასმა კი ბოლო წუთებში საოცრებები ჩაიდინა. მან რამდენიმე “მკვდარი ბურთი”
აიღო. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ბურთი, რომელიც ესპანელმა კიპერმა დიმიტარ ბერბატოვს აუღო, სწორედ ეს იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სეივი.
მატჩის შემდეგ, ერთერთმა ინგლისელმა ჟურნალისტმა საინტერესო რამ თქვა. აი მისი
სიტყვებიც: “კასილასი გენიალური მეკარეა. ის, რაც მან 5 წუთში გააკეთა, ბარეორი მეკა-
რის მთელ კარიერად ღირს. თანაც ის ხომ სულ რაღაც 20 წლისაა. მერწმუნეთ, ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს. რეალი კი გენიალური ფეხბურთელებისაგან დაკომპლექტებული გენიალური კლუბია”.
რეალმა მე-9 ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ზინედინ ზიდანმა კი-პირველი და უკანასკნელი, თუმცა მოიგო შედევრით, რომელიც იმ ფინალის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდად
აქცია. ფრანგი მატჩისა და გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 4286
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)