კროოსი;„როდესაც ზიზუ გწვრთნის, სხვაგვარად ვერ ითამაშებ“

სამეფო კლუბის გერმანელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა...


„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვთამაშობ კლუბში, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ვარ, ესპანური კლიმატი გაცილებით უკეთესია. გერმანიაში მეტწილად ცივა.“

„მწვრთნელის ნდობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მატჩების უმრავლესობაში 90 წუთს ვატარებ მოედანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზიდანი მენდობა, ასე იყო კარლო ანჩელოტის დროსაც. ჩემთვის დიდი პატივია ფრანგთან მუშაობა, როდესაც ზიზუ გწვრთნის ვალდებული ხარ ყველაფერი მოიგო, სხვაგვარად თამაში წარმოუდგენელია.“

„გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს და ვთვლი, რომ მიმდინარე სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეიძლება. წინა 2 წელი საოცარი იყო, ახლა კი კიდევ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ.“

„ნახევარდაცვაში კარგად მუშაობა და ბალანსის შენარჩუნება გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ნებისმიერმა შუარგოლელმა იცის, რომ მხოლოდ ნახევარდაცვაში თამაში საკმარისი არ არის, ჩვენი მოვალეობა თავდასხმასა და დაცვაში ზუსტი თამაშიცაა.“ dle 10.1

  • Hala
  • 27 ოქტომბერი 2017
  • 6751
  • 1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)