"რეალი"–"სევილია" [შეხვედრების ისტორია]

წარმოგიდგენთ ლა–ლიგაში მადრიდის რეალისა და სევილიის ბოლო 6 მატჩის ისტორიას


სეზონი:2006/2007

"მადრიდის რეალი"–"სევილია" 3:2

ეს შეხვედრა შედგა 2007 წლის 6 მაისს და უმძიმესი მატჩი გამოდგა სამეფო კლუბისთვის.სევილიამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ბლანკოსს, 1 ტაიმის შემდეგ რეალი აგებდა 0:1 მარესკას გოლის წყალობით.თუმცა ფაბიო კაპელოს შეგირდები მეორე ტაიმში გამოცოხლდნენ.ბრწყინავდნენ გუტი და რუუდ ვან ნისტელროი.გუტიმ 2 საგოლე პასი გააკეთა,რუუდმა კი დუბლი შეასრულა კიდევ ერთი გოლი გაიტანა რობინიომ.მატჩის მიწურულს ერნესტო ჩევანტონმა ჯარიმით ერტი ბურთი გაქვითა.3:2 ეს გამარჯვება უმნიშნელოვანესი იყო.რეალმა იმ სეზონის მეორე წრე შესანიშნავად ჩაატარა და ბარსას თითქმის მოგებული ტიტული ხელიდან "გამოგლიჯა".

აქვე გთავაზობთ ამ მატჩის ვიდეოს





სეზონი:2007/2008

"სევილია"–"მადრიდის რეალი" 2:0

სევილიაში თამაში რეალს ყოველთვის უჭირს.ამ სეზონის პირველ წრეში რეალმა დააგროვა რეკორდული 47 ქულა და სულ ორჯერ წააგო ესპანიოლთან და სევილიასთან.ამ წაგებამ რეალს ხელი არაფერში შეუშალა რადგან პირველი წრის შემდეგ სამეფო კლუბი ბარსაზე 7 ქულით წინ იყო.

"მადრიდის რეალი"–"სევილია" 3:1

ამ სეზონის მეორე წრეში რეალმა რევანში აიღო და უპრობლემოდ დაამარცხა სევილია.ამ შეხვედრაში მთავარი აღსანიშნავი ის არის რომ გაბრიელ ჰაინცემ გოლი გაიტანა მეტოქის კარში.


სეზონი:2008/2009

"მადრიდის რეალი"–"სევილია"3:4

ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა,როგორც შემდეგ გაირკვა ეს იყო ბერნდ შუსტერის ბოლო მატჩი მადრიდის რეალი მთავარი მწვრთნელის რანგში.რაც შეეხება თავად მატჩს პირველი ტაიმის შემდეგ რეალი აგებდა 1:3 თუმცა შესვენების შემდეგ ბლანკოსმა შტურმი მოუწყო სევილიას და შეძლო ანგარიშის გათანაბრება.აღსანიშნავია რომ მესამე გოლი და ერთადერთი თავისი გოლი რეალში გაიტანა ფერნანდო გაგომ.თუმცა ამ შეტევა–შეტევაში სევილიამ რეალი კონტრშეტებაში დაიჭირა და გამარჯვების გოლი გაიტანა რენატოს წყალობით.საბოლოდ 3:4.

"სევილია"–"მადრიდის რეალი" 2:4

წინა სეზონის მეორე წრეში სამეფო კლუბმა დიდი შესვენების შემდეგ შეძლო გამარჯვება "რამონ სანჩეს პისხუანის" სტადიონზე.ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა რაულმა.მან ამ მატჩში ჰეტ–ტრიკი შეასრულა და მისი წყალობით სამეფო კლუბმა გაიმარჯვა,თუმცა აღსანიშნავია რომ პირველი ტაიმის შემდეგ ბლანკოსი აგებდა,მაგრამ მათ მაინც შეძლეს გამარჯვება.კიდევ ერთი გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა მარსელომ.საბოლოდ ანგარიში 2:4

იხილეთ ამ შეხვედრის ვიდეო





სეზონი:2009/2010

"სევილია"–"მადრიდის რეალი" 2:1

პირველი მარცხი ამ სეზონში რეალმა სწორედ სევილიასთან განიცადა.თავად სევილიამ ეს მატჩი ძალიან კარგად ჩაატარა.სამეფო კლუბი კი ვერ იყო თავის დონეზე.ანგარიში გახსნა ხესუს ნავასმა.რეალმა გაათანაბრა პეპეს თავური დარტყმით.თუმცა რენატომ მეორე გოლი გაიტანა და სევილიას გამარჯვება მოუტანა.აღსანიშნავი რომ ამ მატჩში იკერ კასილასმა შესანიშნავი სეივები გააკეთა რითაც მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა.ის რომ არა რეალი ამ მატჩს უფრო დიდი ანგარიშით წააგებდა.საბოლოოდ 2:1. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)