გუტი: "სევილია აუცილებლად უნდა დავამარცხოთ"

მადრიდის რეალის ვიცე კაპიტანმა გუტიმ ისაუბრა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან და განიხილა სამეფო კლუბის ახლანდელი მდგომარეობა და სამომავლო გეგმები.


- თავს როგორ გრძნობთ?

- უკვე უკეთესად ვარ და სრულად განვიკურნე ტრავმისგან. მინდა კვლავ ისე განვაგრძო ასპარეზობა, როგორც ამას დაშავებამდე ვაკეთებდი.

- გულშემატკივრები გუნდის თამაშიტ კმაყოფილნი არიან, მათ მოსწონთ, როდესაც რეალი ბევრს იტანს...

- თავდაპირველად არცთუ ისე კარგად ვთამაშობდით, რაც გამოწვეული იყო კლუბში ახალი ფეხბურთელების და მწვრთნელის მოსვლით, მაგრამ დროთა განმავლობაში შევთამაშდით და უკვე სანახაობრივად ვთამაშობთ. ზოგ ახალწვეულს ჯერ კიდევ არ გაუვლია ბოლომდე ადაპტაცია და მალე უფრო სანახაობრივ მატჩებს შევთავაზებთ გულშემატკივრებს.

- რამ ითამაშა კლუბის წარმატებაში დიდი როლი?

- ჩემი აზრით დეპორტივოსთან სტუმრად მოპოვებულმა გამარჯვებამ უფრო მეტი თავდაჯერებულობა შეგვმატა. მატჩამდე ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ როდესაც მოედანზე გავედით მათ შანსი არ დავუტოვეთ. ჩვენ გვინდა გავიტანოთ ბევრი გოლი და მოვიგოთ ტიტულები სეზონის ბოლოს.

- არის კიდევ რამე გასაუმჯობესებელი?

- რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ასპარეზობენ, მაინც ვერ ვთამაშობთ ისე, როგორც ჩვენ შეგვიძლია, ყოველთვის უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად დავიხარჯოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

- 2 მატჩში 11 გოლის გატანა ადვილი საქმე არ არის...

- რეალს შესანიშნავი თავდასხმის ხაზი ჰყავს, რაც შედეგებზეც აისახება, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებთ ყველა მომენტის რეალიზებას. ტენერიფესთან მატჩში 5 გოლის გატანა შევძელით, მაგრამ გოლის გატანის უფრო მეტი შანსი გვქონდა, რაც ვერ მოვახერხეთ.

- ბარსელონამ შარშანდელი სეზონისგნა განსხვავებით აშკარად მოუკლო. თქვენ უკვე მიგაჩნიათ, რომ რეალი პირველ ადგილზეა?

- გასათვალისწინებელია რომ კატალონიელებს ბევრი ტრავმირებული ყავთ და თამაშის ხარისხიც ამიტომ დაეცა, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი კვლავ აგრძელებენ ქულების დაგროვებას. მე ვფიქრობ, რომ ელ კლასიკო საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება.

- ანუ ელ კლასიკო გადაწყვეტს ვინ გახდება ჩემპიონი?

- ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ კლასიკოზე გამრჯვებული დიდ ნაბიჯს გადადგამს თასისკენ, ამიტომ ჩვენ ძალიან გვსურს რევანშის აღება და ტიტულის დაბრუნება.

- ვერავინ დაივიწყებს თქვენს მიერ გაკეთებულ პასს დეპორტივოს წინააღმვდეგ, მაგრამ ხვალ თქვენ გიწევთ თამაში სევილიას წინააღმვდეგ, რომელთან თამაშის დროსაც 2005 წელს საოცარი საგოლე გადაცემა გააკეთეთ...

- სევილიას წნააღმვდეგ ყოველთვის კარგად ვთამაშობდი. ჩვენ ამ გუნდთან ყოველთვის დაძაბული მატჩები გვაქვს და რაც მთავარია გაგვაქვს უამრავი გოლი, ვიმედოვნებ მომდევნო შეხვედრაც დაძაბული და საინტერესო იქნება. ვიმედოვნებ რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება და ლიონთან დადებითი ემოციებით დამუხტულნი გავალთ სათამაშოდ.

- რას "სიურპრიზს" ელით სევილიასგან?

- ანდალუსიელები შესანიშნავ ფორმაში არიან და ამაზე სატურნირო ცხრილიც მეტყველებს. სევილია განსაკუთრებით სახიფათოდ ფლანგებიდან უტევს, რადგან პეროტი, ნავასი და კაპელი ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები არიან. აგრეთვე ამ კლუბში ასპარეზობენ ძალიან მაღალი დონის თავდამსხმელები და მათთან თამაში ძალიან გაგვიჭირდება.

- რომელი სევილიელის ხილვა გსურთ სათადარიგოთა სკამზე?

- ნავასის! ის შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალის გულშემატკივრებს სურთ ოპტიმალური შემადგენლობით მყოფი სევილიის დამარცხება.

- ყველა ლიონთან გასამართ მატჩზე საუბრობს, თუმცა მანამდე ბერნაბეუზე სევილია უნდა მიიღოთ...

- მთელი ყურადღება ჩვენ მომდევნო მატჩზე გვაქვს გადართული და ვიმედოვნებ, რომ სევილიასთან 3 ქულას ავიღებთ, რის შემდეგ უკვე ლიონზე ფიქრს დავიწყებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მატჩის მოგებას მოვახერხებთ და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავალთ.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

  • SunSay
  • 5 მარტი 2010
  • 1502
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)