სევილიელები ბრძოლისთვის ემზადებიან

როგორც ვიცით, "სევილია" უკვე მადრიდშია. ამ კლუბის ხელმძღვანელები იმედოვნებენ "რეალის" დამარცხებას. მათი აზრით ეს ყველაფერი რეალურია და კარგი თამაშის შემთხვევაში, ანდალუსიური კლუბი მოიპოვებს სამეფო კლუბზე გამარჯვებას.


ხოსე მარია დელ ნიდო: "ნავასი რეალს სიცოცხლეს გაუმწარებს"

ხოსე მარია დელ ნიდო პირდაპირი და უცნაური კაცია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ის ძალიან სენსაციურ განცხადებებს აკეთებს. მაგალითად, მან თქვა, რომ მისი კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა, ხოლო რაც შეეხება კატალონიის "ბარსელონას", მისი აზრით ეს გუნდი მხოლოდ მსაჯების დახმარების ხარჯზე არის ასეთი წარმატებული.

დელ ნიდო ამბობს: "ვიცი, რომ "რეალი" ხესუს ნავასით არის დაინტერესებული. ერთი, რამ შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, ის მადრიდულ გრანდს სიცოცხლეს გაუმწარებს. არ მაინტერესებს, თუ რას წერენ გაზეთებში, ხესუსი დამოუკიდებელი პიროვნებაა და სწორედ ის მიიღებს გადაწყვეტილებებს.

პრეზიდენტი ასევე ირწმუნება, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მატჩი ძალიან დაძაბული იქნება: "თეთრები მართლაც კარგ ფორმაში არიან და ბევრი გოლი გააქვთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ "სევილია" ამ დიდებულ კლუბს ნამდვილ ბრძოლას გაუმართავს".

ამის შემდეგ კი დელ ნიდო ისევ ხესუს ნავასის საკითხს მიუბრუნდა და მან უარყო ყველანაირი ჭორი ნავასის "რეალში" გასასვლაზე: "მას დიდებული კარიერა ექნება. ჩვენ არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ "ბლანკოსთან". შევეცდებით ხესუსი მაქსიმალურად შევინარჩუნოდ".

ალვარო ნეგრედო: "ბოლომდე ვიბრძოლებთ"

ალვარო მადრიდის "რეალის" ყოფილი მოთამაშეა. "ბლანკოსის" ხელმძღვანელობამ ის კარიმ ბენზემაზე გაცვალა, რომელმაც შედეგი არ გამოიღო. ნეგრედომ არაერთხელ დაამტკიცა ის, რომ იგი ღირსია რეალში თამაშის. ახლა მას "სევილიას" რიგებშიც ბევრი გააქვს და კარგად გამოიყურება: "ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ დავამტკიცოთ "სევილიას" მაღალი დონე. მადრიდში მხოლოდ მოსაგებად მივდივართ. რა თქმა უნდა არ მსურს, რეალის ჩამორჩენა ლიდერების ცხრილში, მაგრამ ეს ჩემი მოვალეობაა. ახლანდელით ვცხოვრობ და ჩემთვის ამჟამინდელი კლუბი პირველ ადგილზე დგას" განაცხადა ალვარომ.

დიეგო პეროტი: "უნდა ვეძებოთ მათი სუსტი წერტილები და ყველანაირი შანსი გოლად ვაქციოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ "თეთრების" დამარცხებას. იგუაინი ახლა თავის ჩვეულ ფორმაშია და ძალიან სახიფათოა ისევე, როგორც კაკა და რონალდო".

რენატო: "მომავალი მატჩი, მართლაც დაძაბული იქნება. რეალი შესანიშნავი გუნდია და ისინი მოწინააღმდეგეს არაფერს არ პატიობენ. მე ვიხილე მათი ცუდად ჩატარებული მატჩები, სადაც მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ეს იმის გამო მოხდა, რომ მოწინააღმდეგეები შექმნილ მომენტებს რეალიზაციას ვერ უკეთებდნენ, ჩვენ სწორედ ეს უნდა შევძლოთ, თორემ მათ ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, რომ არ გვაპატიებენ დაშვებულ შეცდომას".

ფედერიკო ფაციო: "მადრიდი ამჟამად კარგ ფორმაში იმყოფება. ჩვენ დავამტკიცებთ ჩვენი გუნდის სიძლიერეს. რონალდუ? მასთან თამაში ურთულესია ისევე, როგორც სხვა დანარჩენებთან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენც გვყავს ასეთი მოთამაშეები. ლუის ფაბიანოს ტრავმა აქვს, ის დიდი დანაკლისია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ კანუტესაც, რენატოსაც და აკოსტასაც შეუძლიათ მისი ძირფესვიანად შეცვლა".

ლუის ფაბიანო: "სამწუხაროა "რეალთან" ართამაში. ჩემ გუნდს წარმატებას ვუსურვებ და იმედია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალისთვის მზად ვიქნები".

ხესუს ნავასი: "ბლანკოსი ჩემით არის დაინტერესებული. ეს ფაქტი ძალიან მახარებს, მაგრამ ჩემ გუნდშიც კმაყოფილი ვარ. ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის".



ინფორმაციის წყარო:As.com, Marca.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)