ზიდანი:„კიდევ ერთი დანაკლისი დაგვემატა“

ზინედინ ზიდანმა „ესპანიოლთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მე მყავს ფეხბურთელები, რომლებიც შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ როდესაც თამაში ბერნაბეუზეა, მათ კიდევ უფრო მეტის გაკეთებაც შეუძლიათ. ჩვენ დავიწყებთ ნულიდან და ბოლომდე ვიბრძოლებთ 3 ქულის მოსაპოვებლად.“

„ბერბაბეუს დინამიკა უნდა შეიცვალოს. სამწუხაროდ, სეზონის სტარტიდან დღემდე საშინაო არენაზე თამაში არ გამოგვდის. აღებულ გეზს არ გადავუხვევთ, ბოლო მატჩებში ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით.“

„არცერთი ფეხბურთი არ ფიქრობს, რომ საშინაო არენაზე თამაში დაბრკოლებაა. გასაგებია, რომ რამდენიმე მატჩში წავიბორძიკეთ, მაგრამ ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ ბერნაბეუ დამატებითი სტიმულია.“

„კიდევ ერთი დანაკლისი გვექნება. გარეთ ბეილს გარკვეული პრობლემები აქვს. უელსელს მოედანზე გასვლა შეუძლია, მაგრამ მისი თამაში გარკვეულ რისკებს შეიცავს, ამიტომ არამგონია იმხელა საჭიროება არსებობდეს, რომ გარეთთან დაკავშირებით სარისკო გადაწყვეტილება მივიღო.“

„მოხარული ვარ, რომ მარკო ასენსიომ ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა. ესპანელი ფეხბურთელის მასწავლებელი რონალდუა, კრიშტიანო მასზე სერიოზულად მუშაობს.“

„ყველა მატჩში გატანა გვსურს, ყველა მატჩში 3 ქულის აღება გვსურს, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ რაც არ უნდა ძლიერი გუნდი ვიყოთ, ოდესღაც აუცილებლად წავიბორძიკებთ.“

„რონალდუს ახალი კონტრაქტი? მე არ ვაპირებ კლუბის ხელმძღვანელობისა და ფეხბურთელის ურთიერთობაში ჩავერიო, თანაც „შვიდიანს“ ჩვენთან კიდევ რამდენიმე წელი აკავშირებს.“

„BBC-ს ხილვა ყველას სურს, მაგრამ გარკვეულმა მიზეზებმა არ მოგვცა იმის საშუალება, რომ ამ ტრიოს რეალური ძალა დავინახოთ.“

„ესპანეთის ნაკრებში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. მწვრთნელს თაობის ცვლა უწევს, თუმცა მე მომწონს მათი მიდგომა.“ dle 10.1

  • Hala
  • 30 სექტემბერი 2017
  • 8619
  • 38

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)