ზიდანი:„ფეხბურთელებთან ნორმალურ კომუნიკაციას ვერ ვახერხებ“

ზინედინ ზიდანმა „დორტმუნდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ლა ლიგაში გამარჯვებას მივაღწიეთ, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ და გერმანიაში კარგ ხასიათზე ჩამოვედით. ამ სტადიონზე ფეხბურთი სუნთქავს, საოცარი გარემო იქმნება და „ბორუსიას“ დიდი მხარდაჭერა აქვს.“

„გასაგებია, რომ „რეალს“ „ბორუსიას“ სტადიონზე არასდროს მოუგია, თუმცა ეს ჩემთვის დამატებითი სტიმული და მოტივაციაა. გამოწვევას აუცილებლად მივიღებ.“

„კროოსი განაცხადში შევიყვანე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარმცველს პრობლემები აღარ აქვს და სათამაშოდ მზად არის.“

„კაზემიროს პროგრესი თვალნათლივია, მას ხშირად ვადარებ კლოდ მაკელელეს და დიდიე დეშამს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ბრწყინვალე ბალანსის შექმნა შეუძლია, ის აკავშირებს დაცვას და თავდასხმას.“

„სამ დღეში ერთხელ თამაში გვიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემები იქმნება. ფეხბურთელებთან კომუნიკაციისთვის ძალიან ცოტა დრო მაქვს, მაგრამ არ არის გამორიცხული, „ბორუსიასთან“ შეხვედრა გარდამტეხი აღმოჩნდეს, რომ „ბლანკოსმა“ ეფექტური მოგებები დაიწყოს.“

„ფეხბურთში ყოველთვის უნდა აჩვენო, რომ მოგება გინდა, ამისათვის კი აგრესიული თამაში და გოლების გატანაა საჭირო. უმნიშვნელოვანესი როლი მიენიჭება შეტევით ხაზს, ვინაიდან სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული გუნდის შედეგიანობა.“

„ახლა ვერ ვისაუბრებ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, ვინაიდან ჯერ ჯგუფური ეტაპია დასაძლევი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ამჟამად 1/8 ფინალში გასვლაა, შემდეგ კი თასის დაცვაზე ფიქრი.“

„ყოველწლიურად კალენდარი რთული ხდება, რაც ტიტულების მოგებამ განაპირობა.“

„კარვახალი თავს შესანიშნავად გრძნობს, ის აბსოლუტურად ჯანმრთელია. რომელ გადაღლილობაზე საუბრობთ? სულ რაღაც 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აქტიურად ჩავერთეთ საქმეში.“

„ჩვენ გვყავს აკრაფი, ასევე ნაჩოსაც შეუძლია მარჯვენა მცველად თამაში, თუმცა არ ვთვლი, რომ ესპანელი ფეხბურთელი შეცვლას საჭიროებს.“

„არ მსურს ესპანელი და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი მსაჯების შეფასება დავიწყო. მათ თავიანთი საქმე აქვთ და ცდილობენ, თავი გაართვან.“

„კონკურენტი ძალიან ბევრია, თუმცა ვთვლი, რომ ესპანეთის ლა ლიგაში ყველაზე ძლიერი გუნდები გამოდიან. შესაბამისად ეს ჩემპიონატი ყველაზე კონკურენტუნარიანია.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 25 სექტემბერი 2017
  • 8223
  • 25

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)