ალონსოს პრესკონფერენცია

მადრიდის რეალის 22-მა ნომერმა ხაბი ალონსომ პრესკონფერენცია გამრთა და ისაუბრა მომდევნო მატჩზე.


"ეროვნულმა ნაკრებმა ფრანგების წინააღმდეგ არც თუ ისე კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ რაც მთავარია არ გვქონია პრობლემა დაცვაში და გამარჯვებას გუნდური თამაშით მივაღწიეთ."

"მოხარული ვარ, რომ იგუაინმა არგენტინის ნაკრებშიც მოახერხა თავის გმაოჩენა, ის რეალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისთვის დიდი პატივი უნდა იყოს ნაკრებში გმაოძახება, ვინაიდან არგენტინელებს მის პოზიციაზე დიდი არჩევანი აქვთ, მაგრამ არის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი."

"ბარსელონას მხოლოდ 2 ქულით ჩამოვრჩებით და შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ორივე გრანდს შესანიშნავი სეზონი აქვს, რაც სტატისტიკითაც გამოიხატება, ჯერ კიდევ ბევრი მატჩი გველის წინ და ყოველთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ."

"ჩვენ არავის ვედრებით, ვინაიდან გვაქვს თამაშის განსაკუთრებული სტილი, რაც მხოლოდ მადრიდის რეალს ახასიათებს. ახლა კარგად ვთამაშობთ, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში და პროგრესი არ უნდა შევწყვიტოთ."

"სეზონის დასაწყისში სევილიასთან მარცხი ვიწვნიეთ, თუმცა მაშინ კლუბი შეთამაშებული არ იყო, ახლაც არ ვაჩვენებთ იმ თამაშს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ წინა მატჩისგან განსხვავებით ახლა გუნდს უფრო მეტი გამოცდილება შეემატა."

"ბარსელონასთან მატჩი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ჯერ ამაზე არ ვფიქრობთ. ახლა მხოლოდ შემდგომ მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც სევილიასთან უნდა ვითამაშოთ ბერნაბეუზე, ამის შემდეგ ლიონს უნდა ვუმასპინძლოთ. ამ მატჩებში ბევრი რამ გადაწყდება. ახლა სხვა მატჩებზე ფიქრი შეიძლება ჩვენთვის დამღუპველი აღმოჩნდეს."

"ლიონს ბერნაბეუზე მინიმუმ 90 წუთით მოუწევს გამოსვლა, ჩვენ ვეცდებით ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ვითამაშოთ ჩვენი თამაში და იმედი მაქვს ფანებიც აგვიბამენ მხარს." dle 10.1

  • SunSay
  • 5 მარტი 2010
  • 1507
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)