ზიდანი:„დღეს კიდევ 2 ტრავმირებული ლიდერის შესახებ მამცნეს“

ზინედინ ზიდანმა „ალავესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„წინ 33 ტურია. დარწმუნებული ვარ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, გუნდმა აღებული გეზი არ უნდა შეცვალოს და მაქსიმალურად შეეცადოს პოტენციალის გამოვლენას. 7 ქულიანი სხვაობა? მერწმუნეთ, ახლა რომ ჩვენს სიტუაციაში „ბარსელონა“ იყოს, აუცილებლად იბრძოლებდა ბოლომდე.“

„ხვალ აუცილებლად გავიმარჯვებთ და განწყობას შევიცვლით. მადრიდის „რეალს“ შემადგენლობის მხრივ არაერთი პრობლემა აქვს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ 3 ქულისთვის.“

„„ბეტისთან“ დაკარგული ქულები სანერვიულოა, მაგრამ უფრო ვინერვიულებდი მომენტები რომ ვერ შეგვექმნა. ჩვენ კარის მიმართულებით 27-ჯერ დავარტყით და ეს გასათვალისწინებელია.“

„„ალავესთან“ ისე ვითამაშებთ, როგორც სანსებასტიანში.“

„როტაციის კრიტიკა? პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე როტაცია იძულებითია, ვინაიდან უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი მყავს. მთელი სეზონის მანძილზე 60-ზე მეტი შეხვედრის გამართვა არცერთ ფეხბურთელს არ ძალუძს, ამიტომ მე მივყვები აღებულ გეზს. დასვენება საჭიროა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.“

„არ ვაპირებ ყვირილს და სიტუაციის დაძაბვას, ჩემ ფეხბურთელებს სიშვიდე სჭირდებათ. მე მათი იმედი მაქვს.“

„დღეს კიდევ 2 ტრავმირებული ლიდერის შესახებ მამცნეს. მარსელო დიდი ხნით ჩამოგვშორდა, ასევე არ იქნება ტონი კროოსი. ვიმედოვნებ, გერმანელი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში შეძლებს მოედანზე გასვლას.“

„არბიტრებზე საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის. ვიმედოვნებ, შესაბამისი ორგანოები მათ საქმიანობას ადეკვატურად შეაფასებენ.“

„არ ვიცი როდის იქნება საუკეთესო ფორმაში გარეთ ბეილი, თუმცა უელსელი ბევრს მუშაობს.“

„ენცო ჩემი კონკურენტი? დიახ, მე მის გუნდს ვეთამაშები, თუმცა ოჯახური სიტუაცია აბსოლუტუტრად ემიჯნება სპორტულ ასპექტებს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 22 სექტემბერი 2017
  • 8805
  • 28

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)