ზიდანი:„დამარცხება ჩემი ბრალია, ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა „ბეტისთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ფაქტია, რომ ძალიან ცუდი სტარტი გვაქვს და სიტუაცია გამოსწორებას საჭიროებს. ფეხბურთელებს ცდა არ დაუკლიათ, კარის მიმართულებით 25-ჯერ დავარტყით, მაგრამ მეტოქის ბადე ვერ შევარხიეთ.“

„ნუ მაცინებთ, ლა ლიგის დასრულებაზე ფიქრი ზედმეტია. ეს ხომ მხოლოდ სტარტია. წინ უამრავი ტურის ჩატარება მოგვიწევს, სადაც მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვიყოთ.
შესაძლოა ბევრი გაღიზიანდეს, მაგრამ მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. მარცხს საკუთარ თავზე ვიღებ, ფეხბურთელები არაფერშუაში არიან.“

„„ალავესის“ წინააღმდეგ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც სანსებასტიანში გამოვედით. ახლა უკვე ქულების დაკარგვა არ შეიძლება.“

„გუნდის სათამაშო ფილოსოფია არ შეიცვლება. პრობლემებს მოვაგვარებთ.“

„იმედი მაქვს, მარსელო ვიეირას ტრავმა სერიოზული არ არის.“

„ბოლო დროს საშინაო არენაზე გვიჭირს, ამ კომპონენტში პროგრესი უნდა ვაჩვენოთ. მომდევნო ტურიდან ყველაფერი დალაგდება. dle 10.1

  • Bernabeu
  • 21 სექტემბერი 2017
  • 6619
  • 10

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)