კარვახალი:„რამოსი ჩემი კუმირია“

დანიელ კარვახალმა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ემილიო ბუტრაგენიოს, დიდი მხარდაჭერისათვის და თანადგომისათვის. ძალიან ბედნიერი ვარ. ამ მომენტს დიდხანს ველოდი. „რეალთან“ ერთად უამრავი ტიტული მოვიგე და მჯერა, რომ ტრიუმფალური სვლა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.“

„გადავწყვიტე, რომ მომდევნო წლებში ამ კლუბს დავუკავშირო ბედი და ყველაფერი გავაკეთო წარმატებისთვის.“

„სხვა კლუბების შემოთავაზებები? მადლობა ღმერთს, „რეალი“ მენდობა და მე არ მაინტერესებს სხვაგან წასვლა.“

„ყველაფერი ერთიანობამ მოიტანა. დიდ მადლობას ვუხდი მწვრთნელებს, თანაგუნდელებს და ოჯახის წევრებს,ისინი ყოველთვის მხარში მიდგანან.“

„გერმანიში წასვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ბუნდესლიგამ დიდი გამოცდილება შემძინა და საბოლოო ჯამში მშობლიურ კლუბში დავბრუნდი. დიდი მადლობა ზინედინ ზიდანს, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამომიცხადა და ძალიან ბევრი რამ მასწავლა.“

„ჟოზე მოურინიოსთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს გეტყვით, ის „რეალს“ წვრთნიდა, თუმცა მე ამ მომენტისთვის უშანსოდ ვიყავი.“

„ბორხა მაიორალი ჩემ გზას გადის. ფორვარდმა სწორედ გერმანიაში განაგრძო კარიერა, ახლა კი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.“

„კასტილიელებს ვურჩევ, რომ არ დანებდნენ და ძალიან ბევრი იბრძოლონ, ყველას აქვს შანსი.“

„აკრაფი ბრწყინვალე ახალგაზრდაა, მას დიდებული მომავალი აქვს.“

„სერხიო რამოსს დიდ პატივს ვცემ, ეს ადამიანი ჩემი კუმირია. გამიხარდება, თუ ოდესმე „რეალის“ კაპიტნის სამკლაურს მოვირგებ და მის ბედს გავიზიარებ.“ dle 10.1

  • Hala
  • 18 სექტემბერი 2017
  • 5956
  • 59

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)