ზიდანი;„ვერ ვიჯერებ იმას, რაც „რეალმა“ გააკეთა“

ზინედინ ზიდანმა „სოსიედადთან“ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„გამარჯვებას დამსახურებულად მივაღწიეთ, რაც პირველ რიგში მებრძოლმა ხასიათმა განაპირობა. გარეთ ბეილის და ბორხა მაიორალის აქტურმა თამაშმა 3 გოლის გატანის საშუალება მოგვცა.“

„ყველა თამაშში გამარჯვებაა საჭირო და სწორედ ამიტომ ფიქსირდება ის რეზულტატი, რომელსაც ვერ ვიჯერებ, თუმცა „რეალმა“ ყველაფერი გააკეთა. 73 მატჩის მანძილზე მოედანს უგოლოდ არ ვტოვებთ. ვიმედოვნებ, სასიამოვნო სტატისტიკა აუცილებლად გაგრძელდება.“

„ბეილმა შესანიშნავად ითამაშა, როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში. უელსელი ფეხბურთელი ძალიან პროდუქტიული იყო, რამდენჯერმე ბრწყინვალედ აჩქარდა და გუნდს უდიდესი დახმარება გაუწია.“

„ბორხა მაიორალი გამარჯვების ნაწილი იყო. ესპანელმა წინახაზელმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მაიორალმა დიდი მონდომება გამოამჟღავნა, ის ბედნიერია.“

„ის, რაც ვალენსიურ გუნდებთან მოხდა აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ ყოველმხრივ დიდი შესაძლებლობები გვაქვს, რომელიც უნდა გამოვავლინოთ. ძალიან კარგი მატჩები ჯერ კიდევ წინ არის.“

„გუნდს მოტივაციის პრობლემა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ტიტული მოვიგეთ, ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტისთვის იბრძოლებენ.“ dle 10.1

  • Hala
  • 18 სექტემბერი 2017
  • 5902
  • 4

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)