ზიდანი:„ამას არავინ მოელოდა, არც მე“

ზინედინ ზიდანმა „სოსიედადთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ღრმად მწამს, რომ მათ „ანოეტაზე“ გამარჯვება შეუძლიათ. სეზონი კარგად არ დაწყებულა, თუმცა ვაპირებთ, რომ მომდევნო პაექრობებში ქულების მაქსიმალური რაოდენობა დავაგროვოთ.“

„ვიცით თამაშის მნიშვნელობა და ვეცდებით, რომ ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშოთ. „რეალმა“ რეალური სახე უნდა აჩვენოს და ისეთი ფეხბურთი წარმოგვიდგინოს, როგორიც „მანჩესტერთან“ ევროპის სუპერთასზე და „ბარსელონას“ ესპანეთის სუპერთასზე შემოგვთავაზა.“

„მიუხედავად იმისა, რომ რთული კალენდარი გვაქვს, შორს ყურებას არ ვაპირებთ, ჩვენი საზრუნავი „სოსიედადის“ დამარცხებაა.“

„სამწუხაროდ, რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდება. მატეო კოვაჩიჩმა აღდგენითი პროცესი დაიწყო, ტონი კროოსის და ხესუს ვალიეხოს თამაში კი საეჭვოა, რისკზე წასვლას არ ვგეგმავთ.“

„სებალიოსი კარგ ფორმაშია, ის განაცხადში აუცილებლად მოხვდება.“

„კრიშტიანო რონალდუ ბოლო შეხვედრას გამოტოვებს, შემდეგ კი აბსოლუტურად ყველა მატჩში მოწოდების სიმაღლეზე იდგება. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ძალიან კარგ ფორმაშია და გუნდის დახმარება შეუძლია.“

„გარეთ ბეილი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. უელსელმა ფეხბურთელმა ბოლო კვირებში არნახული პროგრესი განიცადა, ის ძალიან გვჭირდება. ბეილი რონალდუსთან და ბენზემასთან ერთად სახიფათო ტრიოს ქმნის, ასევე შესანიშნავად უგებს ისკოს.“

„ამას არავინ მოელოდა, მათ შორის მეც. 72 მატჩის მანძილზე მოედანს უგოლოდ არ ვტოვებთ. სიმართლე გითხრათ, ამ მაჩვენებელს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მაგრამ სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს.“

„ილიარამენდი ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს, ის „ბლანკოსის“ ღირსებას იცავდა, თუმცა ფეხბურთში მსგავსი ფაქტები ხშირად ფიქსირდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 სექტემბერი 2017
  • 10146
  • 21

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)