მარსელო;„ის, რომ „რეალში“ დღემდე მოვედი მხოლოდ ერთი ადამიანის დამსახურებაა“

მარსელო ვიეირამ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი, ჩემთვის დიდი პატივია მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელობა და აქ ყოფნა.“

„არაერთი საოცარი მომენტი მახსოვს, რომელიც „რეალს“ უკავშირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის მომენტი, როდესაც ესპანეთიდან დამირეკეს საუკეთესოა.“

„რობერტო კარლოსი ჩემი კერპი და დიდი მეგობარია. მახსოვს ის წლები, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა და ის მხარში მედგა. მან საკუთარი ტელეფონის ნომერი მომცა და ყველაფერში დახმარებას დამჭირდა. ის, რომ მე აქ ვარ, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა.“

„ყოველთვის ვამაყობ ჩემი ბაბუით, რომელმაც ჩემ ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.“

„დიდი იყო შანსი იმისა, რომ არა მთავარ გუნდში, არამედ „კასტილიაში“ დამეწყო ჩემი მადრიდული კარიერა, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ კანტერანოებთან თამაში არ მომიწია.“

„ზიდანმა ძალიან მოკლე დროში შეძლო სასწაულების მოხდენა, მე მისი თქმა არ მჭირდება, ყოველთვის მესმის რა სურს მწვრთნელს.“

„გარეთ ბეილი? ეს ადამიანი არანორმალურ ფიზიკურ ძალას ფლობს და გუნდს უდიდეს დახმარებას უწევს.“
„ყველაზე საამაყო და სასიამოვნო ის არის, რომ შემიძლია დავიცვა იმ გუნდის ღირსება, რომელსაც ვქომაგობ.“

„ტეო ერნანდესი ჩემი კონკურენტი არ არის, ის ჩემი თანაგუნდელია, რომელსაც დიდ დახმარებას გავუწევ იმისათვის, რომ შესანიშნავ მარცხენა მცველად ჩამოყალიბდეს.“

„ყველაზე საამაყო და სასიამოვნო ის არის, რომ შემიძლია დავიცვა იმ გუნდის ღირსება, რომელსაც ვქომაგობ.“

„არ მსურს, მარკო ასენსიო ვინმეს შევადარო, ვინაიდან იგი ინდივიდუალურ სტილს ფლობს. საშინლად არ მსიამოვნებდა, როდესაც კარიერის დასაწყისში რობერტო კარლოსს მადარებდნენ. მე მარსელო ვარ, ის კი კარლოსი.“

„ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი ვისთან ერთადაც მითამაშია კრიშტიანო რონალდუა, ის უბრალოდ საოცრებებს სჩადის.“

„ნეიმარი? ბრაზილიელის შეჩერება ძალიან რთულია.“

„ჩემი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. იმედი მაქვს, ამ თასს დავეუფლები.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 14 სექტემბერი 2017
  • 6998
  • 2

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)