ზიდანი:„თუ „ბარსა“ ლა ლიგაში არ ითამაშებს, ცუდი რამ მოხდება“

ზინედინ ზიდანმა „ლევანტესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან სასიხარულო ინფორმაციით ვიწყებ პრესკონფერენციას, რაც მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის, ასევე მთელი გუნდისთვის და „რეალის“ გულშემატკივრებისთივის. სანაკრებო მატჩები ისე დასრულდა, რომ „ბლანკოსს“ არცერთი ფეხბურთელი არ გამოაკლდა. აღსანიშნავია, სებალიოსის დაზიანება, თუმცა ის ამ ეტაპზე არანაირ პრობლემას არ ქმნის.“

„ოპონენტები მრავლად გვყავს, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ დონეზე, ამიტომ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ბრძოლა მოგვიწევს.“

„ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს, შესანიშნავი კოლექტივი მყავს, რომელიც ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული.“

„არ მომწონს ხმაური, რომელიც მარკო ასენსიოს ირგვლივ ატყდა, ეს ყველაფერი ფეხბურთელს სასიკეთოს არაფერს მოუტანს. ესპანელი ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერია, ვარჯიშებზე ყურადღებით ვაკვირდები და არ მიკვირს, რომ ასეთი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს. ის არის მშვიდი და რაც მთავარია თავმდაბალი. ასენსიო ფენომენალურ მონაცემებს ფლობს.“

„მადრიდის „რეალი“ ყველა მატჩში ცდილობს მაქსიმალურად დაიხარჯოს და გულშემატკივარს დიდი სიამოვნება მიანიჭოს. ჩემი ჰობი პირველიდან ბოლო წუთამდე უმაღლეს დონეზე თამაშია.“

„თუ კატალონიის „ბარსელონა“ ლა ლიგაში აღარ ითამაშებს, ცუდი რამ მოხდება. მე პირადად ესპანეთის უმაღლესი დივიზიონი კატალონიური კლუბის გარეშე ვერ წარმომიდგენია. არსებობს ადამიანთა ჯფუფი, რომელსაც კატალონიის გამოყოფა სურს, ასევე არსებობს ჯგუფი, რომელიც ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, მე ამ საქმეში ვერ ჩავერევი.“

„ტეო ერნანდესი ბრწყინვალე ფიგურაა, მასზე უდიდეს იმედებს ვამყარებ. ფრანგი ახალგაზრდა უკვე 2 თვეა ჩვენთან ერთად იმყოფება და გუნდში სრულფასოვან ადაპტაციას გადის. ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა „ლევანტესთან“, ამას მალე გადავწყვეტ.“

„სექტემბრის თვეში 22 დღის მანძილზე 7 პაექრობა უნდა გავმართოთ, რაც ურთულესია. ვგონებ, ყველა მოთამაშეს მივცემ შანსს.“

„რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ყველა ფეხბურთელს შეუძლია საკუთარი კონდიციის გაუმჯობესება და წინსვლაზე ფიქრი. არ გამოვრიცხავ ჩავარდნებს, ეს ყოველთვის თანმდევი მოვლენაა ისეთი დონის გრანდისთვის, როგორიც „რეალია“. ჩვენ ყოველთვის და ყველგან მაქსიმალურ შედეგებზე ვართ ორიენტირებულნი.“

„კრიშტიანო რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მატჩს მოუთმენლად ელის, ვინაიდან მოედანზე გასვლა სურს.“

„მე ვერ ვისაუბრე მსაჯებზე, ვინაიდან შესაძლოა, საკუთარ უფლებამოსილებას გავცდე. პრეზიდენტმა პერესმა მათზე განაცხადა, რომ გაუმჯობესებას საჭიროებენ? ნამდვილად ვეთანხმები. ზოგადად, ყველაფერს სჭირდება გაუმჯობესება და პროგრესი.“

„გარეთ ბეილი აპირებს, რომ საუკეთესო სეზონი ჩაატაროს. მე უელსელი ფეხბურთელის გვერდით ვარ და მჯერა, რომ კლუბის საბოლო წარმატებში უდიდეს წვლილს შეიტანს.“
„ბენზემა და ბეილი? არ არსებობს გუნდი „ა“ და გუნდი „ბ“, კონკურენცია ყველას მოუწევს, მათ სორის ამ ფეხბურთელებსაც, თუმცა ფაქტია, რომ უელსურ-ფრანგული დუეტი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 8 სექტემბერი 2017
  • 8359
  • 25

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)