ფიგუ:„ნეიმარის „პსჟ“-ს „რეალის“ დონემდე მისასვლელად 10 წელი სჭირდება“

ლუიშ ფიგუმ ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


„მსიამოვნებს, როდესაც ვხედავ, რომ გუნდები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძოდნენ, დღეს ტურნირის მოგებაზე არიან კონცენტრირებულნი, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კონკურენცია დიდია.“

„დიდ პატივს ვცემ „მონაკოს“, ეს გუნდი შესანიშნავია. ასევე უნდა აღინიშნოს „სიტი“, ამ გუნდში დიდი ინვესტიციები განხორციელდა, თუმცა ფაქტია, რომ ევროსარბიელზე პრობლემებს აწყდება.“

„პარიზი ყველაზე ხნაურიან ტრანსფერებს გვთავაზობს, თუმცა ნეიმარის „პსჟ“-ს „რეალის“ დონემდე მისასვლელად 10 წელი სჭირდება. ასე მარტივად არაფერი ხდება. მერწმუნეთ, მხოლოდ ვარსკვლავების დამატებით და დიდი ფულის დაბანდებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა არ ხდება.“

„მადრიდის „რეალმა“ დახარჯა დიდი ფული, იყიდა ვარსკვლავები, თუმცა შედეგები ეფექტური გვიან გახდა. ფაქტია, რომ ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელის გამოყენება უკეთეს შედეგებს იძლევა.“

„მე ვფიქრობ, რომ „ბლანკოსში“ ასენსიო, კარვახალი, ვალიეხო, ისკო, კოვაჩიჩი და კაზემირო ბევრს მიაღწევენ.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 30 აგვისტო 2017
  • 3218
  • 2

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)