მარსელო:„მე გეტყვით ნამდვილ სიმართლეს რონალდუზე“

მარსელო ვიეირამ პრე-სეზონზე პირველი პრესკონფერენცია გამართა...


„მადრიდის „რეალთან“ ერთად მეთორმეტე სეზონს ვიწყებ. ყველა წელიწადი კარგად მახსოვს. როგორც ადრე, ახლაც მაქსიმალურად ვცდილობ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე და გუნდს დავეხმარო. მზად ვარ, მადრიდული გუნდისთვის მოვკვდე ეს ჩემი კოლექტივია. ძალიან ბევრი ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ ისევ ადრინდელი ენთუზიაზმი მაქვს. ვცდილობ, ახალგაზრდებს გამოცდილება გავუზიარო.“

„ტეო ერნანდესის სახით ძალიან სერიოზული კონკურენტი გამომიჩნდა და მზად ვარ ვიბრძოლო სასტარტო შემადგენლობისთვის. „ბლანკოსში“ თამაშის დროს გამოწვევების არ უნდა შეგეშინდეს, სხვა შემთხვევაში დამარცხდები. მიხარია, რომ ფრანგი ჩვენთან ერთად არის, ის გუნდის რესურსს გაზრდის.“

„მომდევნო სეზონში 6 ტიტულის მოგების შანსი გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ „ბლანკოსი“ ევროპისა და ესპანეთის სუპერთასებს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს, ლა ლიგას, სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ისტორიაში შევალთ. კოლექტივში სერიოზული ცვლილებებია, ოპტიმისტური განწყობა კი ნამდვილად არსებობს.“

„ვეცდებით, რომ ყველა ტიტული მოვიგოთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ფეხბურთელებს უდიდესი მოტივაცია აქვს. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება ურთულესი იქნება, მაგრამ ჩვენ „რეალი“ ვართ და ყველაფერი შეგვიძლია. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზედიზედ ორჯერ მოვახერხებდით ოქროს მედლის მოპოვებას, მაგრამ ყველა ბარიერი წარმატებით გადავლახეთ.“

„ნაყოფიერ პრე-სეზონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შარშან ზინედინ ზიდანს სრულფასოვანი სამზადისი ჰქონდა, შარშანწინ კი ფრანგმა გუნდი შუა სეზონში ჩაიბარა. ვეცდებით, რომ ამერიკის ტურნე სასარგებლოდ გამოვიყენოთ და სეზონის სტარტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ.“

„ბოლო წლებში ამერიკის ლიგა ძალიან პროგრესირებს, გუნდები ვითარდებიან და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებენ, მათთან პაექრობა საინტერესო იქნება.“

„კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით სრულ სიმართლეს გეტყვით. მე მას ვესაუბრე და ყველა ინფორმაციას ვფლობ. დარწმუნებით გეუბნებით, პრესაში გავრცელებული უამრავი ჭორი, რომელიც კვირების მანძილზე ქუხდა ტყუილია და სხვა არაფერი. პორტუგალიელი ფეხბურთელი „მერენგების“ ღირებას წლების მანძილზე დაიცავს.“

„ზიზუსთან ურთიერთობა ძალიან იოლია, ის ყველაფერს გასაგებად ხსნის. ფრანგს უყვარს ბევრი მუშაობა და შედეგზე ორიენტირება.“

„მოურინიოს „მანჩესტერის“ წინააღმდეგ ასპარეზობა საინტერესო იქნება, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის სუპერთასზე.“

„ჩემი მომავალს შტატებს არ ვუკავშირებ. მადრიდის „რეალში“ დარჩენას წლების მანძილზე ვგეგმავ.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 ივლისი 2017
  • 12092
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)