დელ ბოსკე: გუტი აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელია

სამეფო კლუბის ყოფილმა დამრიგებელმა, ვისენტე დელ ბოსკემ გუტიზე ისაუბრა, მისი აზრით ესპანელი გამთამაშებელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და იგი უნდა ითვლებოდეს რეალის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად...


"გუტი აჩვენებს აღმაფრთოვანებელ თამაშს. მისი თამაშით ნებისმიერი ადამიანი და სპორტსმენი ნასიამოვნები დარჩება. უბრალოდ არ მესმის პელეგრინის გადაწყვეტილება ამ ფეხბურთელის იგნორირების შესახებ".

"ვიცი, რომ გუტიერესი ნაკრებში დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ იმაში, რომ თუკი შევნიშნავ გუტის სტაბილურობას, მას აუცილებლად ვუხმობ ნაკრებში. ამ ეტაპზე უბრალოდ არ მეძლევა იმის საშუალება, რომ ნახევარმცველი საკუთარ გუნდში გამოვიძახო, რადგან მისი სათამაშო პრაქტიკა ძალიან პატარაა".

"ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ვაპირებთ და ნაკრებში მხოლოდ იმ ფეხბურთელებს გამოვიძახებ, რომლებიც წლევანდელ სეზონში საუკეთესოდ წარმოაჩენენ თავს, თავის კარგად წარმოჩენსთვის კი სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია. იმედი მაქვს მანუელ პელეგრინი მიხვდება, რომ გუნდში ჰყავს მსოფლიო კლასის გამთამაშებელი და მეტ ნდობას გამოუცხადებს მას".

"გუტი უკვე ასაკშია და ჯერ კიდევ არის სათანადო ფორმაში. მისი იგნორირება სრული სისულელეა. ამ ფეხბურთელს პასების განაწილების საოცარი უნარი აქვს, მე მართლაც ძალიან დიდ პატივს ვცემ მას" - განაცხადა ულვაშამ. dle 10.1

  • Hala
  • 26 თებერვალი 2010
  • 2057
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)