ვალიეხო:„დარწმუნებული ვარ, ზიდანი ხშირად მომცემს შანსს“

ხესუს ვალიეხომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან ბედნიერი ვარ, ეს არის ერთ-ერთი განსაკუთრებული დღე ჩემ ცხოვრებაში. ამ ემოციებს ვერასდროს დავივიწყებ, მე ხომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების თანაგუნდელი ვარ.“

„მადრიდში ყველაზე მეტად ბრძოლისუნარიანობას ვაფასებ, ეს გუნდი ყოველთვის ბოლო წუთამდე იბრძვის. მახსენდება არაერთი „ქამბექი“ მართლაც საოცარი მომენტები, რომლის ავტორებიც „მერენგების“ ფეხბურთელები იყვნენ, ახლა მეც მათი გუნდის წევრი ვარ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ „ბლანკოსის“ ქომაგები გავახაროთ.“

„ზინედინ ზიდანი ბრწყინვალე სპეციალისტია, მისმა როტაციებმა შარშანდელ სეზონში ბრწყინვალე შედეგები მოიტანა. დარწმუნებული ვარ, ფრანგი მწვრთნელი ხშირად მომცემს შანსს.“

„3 ნომრიანი მაისური პეპეს ეკუთვნოდა. ეს იყო ფეხბურთელი, რომელიც ყველა მადრიდისტას უყვარდა, ვეცდები ღირებულებებს პატივი ვცე.“

„მადრიდის „რეალის“ წევრობა დიდ პასუხისმგელობას ნიშნავს. მზად ვარ, გამოწვევები მისაღებად.“

„ჩემი მიზანი რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგება იქნება. კარიერული თვალსაზრისით უნდა განვვითარდე და სიმაღლეები დავიპყრო.“

„„ბლანკოსში“ არაერთი მაღალი დონის მცველია. რამოსთან, ნაჩოსთან და ვარანთან ერთად ცენტრი უნდა გავამაგრო.“

„„სარაგოსაში“ გატარებული წლები ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, სწორედ იქ ჩამოვყალიბდი, ბუნდესლიგამ კი ბევრი რამ მასწავლა.“

„მარკო ასენსიო ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოხვიდე მადრიდში პრაქტიკამიღებული და როგორ მიაღწიო წარმატებას „ბლანკოსთან“ ერთად.“

„ჩვენი მოტივაცია ულევია. პირიქით, ყოველდღიურად იმატებს. ეს მადრიდის „რეალია“, სადაც თითოეული ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმალურად გამოავლინოს შესაძლებლობები და მთავარი მწვრთნელის ნდობა მოიპოვოს.“ dle 10.1

  • Hala
  • 7 ივლისი 2017
  • 3387
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)