დრენტეს აზრით, რეალს ტენერიფეს დამარცხება თავისუფლად შეუძლია

მადრიდის რეალის ჰოლანდიელმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, როისტონ დრენტემ სამეფო კლუბის ოფიციალური საიტის ჟურნალისტებთან ისაუბრა მომავალ მატჩზე, რომელიც ტენერიფესთან გაიმართება. "ბლანკოსი" მორიგ გასვლით თამაშს გამართავს პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდთან...


"ტენერიფეს ფეხბურთელები ყველანაირად ეცდებიან ქულათა მაქსიმუმის აღებას, რადგან ისინი ძალიან ახლოს არიან გავარდნასთან და ამ გუნდისთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანია, თან გავითვალისწინოთ, რომ მადრიდის რეალის წინააღმდეგ ყველა გუნდი გაორმაგებული მოტივაციით გამოდის მოედანზე".

"დარწმუნებული ვარ, თამაში ისევ ისე წარიმართება, როგორც ეს ვილიარეალთან მოხდა. სანტიაგო ბერნაბეუზე სამეფო კლუბმა "ყვითლებს" უბრალოდ გადაურბინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესო ფორმაში შედის. ასევე კარგად ვითამაშეთ ხერესსთან გასვლითი მატჩი. თუმცა იქ მოედნის საფარი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო".

"ტენერიფე კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. მათგან შეგვიძლია გამოვარჩიოთ კომე და ნინო, რომლებიც ამ გუნდის უდავო ლიდერები არიან, მაგრამ თუ ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად ითამაშებს, მაშინ ამ გუნდის დამარცხება არანაირი პრობლემა არ იქნება და "ბლანკოსი" თავისუფლად აიღებს მორიგ სამ ქულას".

"ამ დროისთვიც ჩემი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტრავმას ვიშუშებ და იმედი მაქვს რაც შეიძლება მალე დავბრუნდები და შევძლებ ჩემი საყვარელი კლუბის დახმარებას". dle 10.1

  • Hala
  • 25 თებერვალი 2010
  • 1663
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)