პერესი:„გადაწყვეტილია, კრიშტიანო რონალდუს ოქროს ბურთს მივულოცავთ“

ფლორენტინო პერესმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ განცხადებები გააკეთა...


„ეს ყველაფერი საოცარი კავშირების შედეგია, რომელიც მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს შორის არსებობს. კრიშტიანო რონალდუს გამაოგნებელი გოლები, სერხიო რამოსის საოცარი მუხტი, დაუჯერებლად ძლიერი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი და ყველაზე მეტად მოტივირებული ფეხბურთელები. სწორედ ეს არის „ბლანკოსის“ სახე.“

„ზინედინი ფეხბურთისთვისაა დაბადებული, მან შექმნა ეპოქა ფეხბურთელის რანგში და შექმნა ეპოქა მწვრთნელის რანგში. ფრანგი სპეციალისტი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება, ეს არის დიდი პროფესიონალიზმის შედეგი.“

„ტურინის „იუვენტუსი“ შესანიშნავ გუნდია და მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისათვის, რომ მსგავსი ფინალი შემოგვთავაზეს, ეს გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ასევე უნდა აღნიშნოს ტურინელი ქომაგების საოცარი ერთგულება.“

„დარჩება თუ არა ზიდანი? დანამდვილებით გეტყვით, რომ აუცილებლად დარჩება. ეს არის ადამიანი, რომელიც „რეალს“ 17 თვის მანძილზე უდგას სათავეში და უკვე მოახერხა 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება, ერთხელ ლა ლიგის, ერთხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის და ერთხელ ევროპის სუპერთასის მოგება. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.“

„მომდევნო სეზონში გარდა სამეფო თასისა, ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგისა, ევროპის და ესპანეთის სუპერთასებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ასევე კვლავინდებურად გავემგზავრებით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. შეხვედრებით დახუნძლული და ძალიან საინტერესო სეზონი გველის, სადაც ჩვენი წარმატების გასაღები ისევ ზიზუ უნდა იყოს.“

„გადაწყვეტილია, კრიშტიანო რონალდუს ოქროს ბურთი გადაეცემა. ვინ უნდა მიიღოს ეს წოდება თუ არა პორტუგალიელმა, რომელსაც გამაოგნებელი ციფრები აქვს.“

„მსურს წარმატება მივულოცო გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, მწრთნელებს, სამედიცინო შტაბს. აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვისაც „მერენგების“ ჩემპიონობა გაეხარდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 ივნისი 2017
  • 11673
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)