მარსელო:„დანიელ ალვეშს დადუმებას ვურჩევ, რადგან კარგს ვუსურვებ“

მარსელო ვიეირამ ზინედინ ზიდანთან და სერხიო რამოსთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა...


„ჩვენ დღეს აქ ვართ, ჩვენ დღეს მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლები ვართ. კლუბის, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს, ამიტომ ვალდებულნი ვართ, სოლიდური ფეხბურთი შევთავაზოთ მაყურებელს.“

„დანიელ ალვეშს ვურჩევ, რომ დადუმდეს, ვინაიდან კარგს ვუსურვებ და არ მინდა, რომ კრიტიკა დაატყდეს თავს. ის ჩემი თანამემამულეა და ნაკლები საუბრისკენ მოვუწოდებ.“

„2 კვირის განმავლობაში დასვენების საშუალება გვქონდა, რამაც ძალების ნაწილობრივ აღდგენის შესაძლებლობა მოგვცა, მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშები ნაყოფიერი გამოდგა.“

„ზინედინ ზიდანი არის ადამიანი, რომელიც „რეალის“ კიდევ უფრო დიდი წარმატებისთვის დაინიშნა მთავარ მწვრთნელად. შედეგები? ვფიქრობ, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს.“

„კეილორ ნავასი უკვე რამდენიმე წელიწადია „მერენგების“ ღირსებას იცავს, მან საოცარ კონკურენციას გაუძლო, იკერ კასილიასის წასვლის შემდეგ კი გუნდის მთავარი მეკარის სტატუსით სარგებლობს, ის შესანიშნავ ფორმაშია და იმედი მაქვს, რომ ფინალშიც მოწოდების სიმაღლეზე იდგება. ნავასი კიკო კასილიასთან და რუბენ იანიესთან ერთად საიმედო დასაყრდენს წარმოადგენს.“ dle 10.1

  • Hala
  • 3 ივნისი 2017
  • 7321
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (19)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)