რამოსი:„არ მსურს, რომ ბოლო წუთზე გავიტანო, რადგან გუნდი ინერვიულებს“

სერხიო რამოსმა „იუვენტუსთან“ შეხვედრის წინ ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა...


„აღფრთოვანებულები ვართ, რადგან კარდიფში ვიმყოფებით და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება შეგვიძლია, ეს ნამდვილი სასწაული იქნება. მადრიდის „რეალს“ ისტორიის შეცვლის შანსი აქვს, ამიტომ მოტივაცია არ გვაკლია.“

„შეცდომები არ უნდა დავუშვათ და უნდა ვეცადოთ, რომ დეტალებზე კონცენტრირება მოხდეს. ეს არის საოცაარი სტადიონი, სადაც ბრწყინვალე ფეხბურთელები ითამაშებენ და გულშემატკივრებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებენ.“

„2002 წლის შემდეგ „რეალს“ ძალიან დიდი პაუზა ჰქონდა, ახლა კი რა ხდება? გუნდი ბოლო ოთხ წელიწადში მესამე ფინალს თამაშობს, რაც ნამდვილად საოცარია. ეს ეპოქა ჩვენია, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ისედაც მდიდარი ისტორია, კიდევ უფრო გავამდიდროთ.“

„ჩვენ ვიცით, რომ „იუვენტუსს“ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩვენც ნებისმიერი გუნდის ძლევის საშუალება გვაქვს. მთელი სეზონის მანძილზე ძალიან ბევრს ვმუშაობდით და ეს იქნება დიდი გვირგვინი. ვფიქრობ, ორივე კოლექტივი ნულიდან იწყებს, შანსები თანაბარია.“

„ჩვენ გვაქვს წარმატების გასაღები, ჩვენ გვყავს ადამიანი, ვინც იცის, თუ როგორ მართოს „რეალის“ ფეხბურთელთა უმრავლესობა. ზინედინ ზიდანი შესანიშნავი სპეციალისტია, რომელმაც იცის, ეპოქის შექმნა, ფრანგი ჩვენთან დიდი ხნის განმავლობაში უნდა დარჩეს, ის „ბლანკოსს“ გამაოგნებლად მოერგო.“

„არ მსურს, რომ ბოლო წუთზე გავიტანო და მხოლოდ ამით შევუნარჩუნო გუნდს გამარჯვების შანსი. რაც ლისაბონში მოხდა უდიდეს ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული, რამდენიმე წამი რჩებოდა და ჩვენ ნანატრ თასს წავაგებდით. მირჩევნია, გუნდმა უფრო ადრე შეძლოს გოლების გატანა და გამარჯვება.“

„კეილორ ნავასი მადრიდში კიდევ უფრო დაიხვეწა და იმ მოთხოვნებს უპასუხა, რაც კლუბს აქვს. კოსტარიკელი ფორმის პიკზეა, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“ dle 10.1

  • Hala
  • 3 ივნისი 2017
  • 5958
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (3)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)