ზიდანი:„არ ვფიქრობ, რომ „იუვენტუსი“ თამაშს ჩაკეტავს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასაფინალო პრესკონფერენცია გამართა...


„მადრიდის „რეალი“ ფინალში დამსახურებულად თამაშობს. ამ გუნდმა საოცარი გზა განვლო და დღეს კარდიფშია. ყველაფერს გავაკეთებთ მე-12 თასის მოსაგებად.“

„დიახ, ჩვენ ვართ „რეალი“ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. შანსები თანაბარია, აქ არაფრის პროგნოზირება არ შეიძლება.“

„მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელობა ავტომატურად ნიშნავს დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს, მე ამ კლუბში ფეხბურთელის რანგშიც ვიყავი და კარგად ვიცი, რამხელა ინტერესი არსებობ თითოეული დეტალის მიმართ.“

„შესანიშნავი გრძნობაა, რომ ზედიზედ მეორე წელია ფინალში გავდივარ. მას შემდეგ, რაც პროფესიონალური კარიერა დავიწყე, მუდამ ფინალში ვარ. ვერ გადმოვცემ, რაც ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის.“

„ჩვენ ვიცით, რომ დავუპირისპირდებით დიდ გუნდს და „იუვენტუსის“ ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ დაუპირისპირდება დიდ გუნდს. ეს იქნება ნამდვილი ბრძოლა, მეტოქეები ერთმანეთს დააფასებენ.“

„კრიშტიანო ლიდერად არის დაბადებული, მას გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი მოაქვს და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მერწმუნეთ, „შვიდიანი“ მხოლოდ სტადიონზე არ გვეხმარება, მას გუნდში უდიდესი როლი აკისრია.“

„არ ვფიქრობ, რომ „იუვენტუსი“ ჩაკეტილ ფეხბურთს ითამაშებს, ამ გუნდს კარგი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ტურინელები ამას გააკეთებენ.“

„ისკო თუ ბეილი? ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, რადგან გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, თუმცა მათ ერთად თამაშიც შესანიშნავად შეუძლიათ. მთავარია, ორივე ფეხბურთელი მაღალ დონზე იყოს მომზადებული როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით.“

„დანიელ ალვეშის წინასამაატჩო განცხადებები? არ მაინტერესებს, მე მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვნერვიულობ.“

„მთელი სეზონის მანძილზე მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ტემპი არ დაგვეგდო და საკუთარი ფეხბურთი კიდევ უფრო გაგვევითარებინა. ვფიქრობ, ფინალში დიდი მოტივაციით და შემართებით მოვედით.“

„ყველა ამბობს, რომ „იუვენტუსს“ ძალიან ძლიერი დაცვის რგოლი ჰყავს და ასე შემდეგ. ამ მოსაზრებას ვეთანხმები, თუმცა არ ვთვლი, რომ ტურინული გუნდი ძლიერი მხოლოდ უკანა ხაზშია.“

„რაც შეეხება ჩემ ფეხბურთელებს, მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა დავტვირთო და ყველას შევატანინო წვლილი გამარჯვებებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

„გოლების გატანა? დიახ, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა უპირველესი მიზანი. ფეხბურთელს მხოლოდ გოლებით ვერ შევაფასებ. ვფიქრობ, კარგი საფეხბურთო კარიერა მქონდა, მაგრამ ჩემი გატანილი გოლები, იმ საოცარი ისტორიის რელევანტური არ არის.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 ივნისი 2017
  • 8211
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (12)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)