გააფთრებულმა რეალმა ყვითელი წყალქვეშა ნავი ჩაძირა

მადრიდის რეალმა უპასუხა ბარსელონას გამოწვევას, რომელმაც სუსტი მეტოქე სანტადერის რასინგი დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა. თეთრებმა ვილიარეალი დამამცირებელი ანგარიშით 6:2 დაამარცხეს. მატჩის შემოქმედებად კაკა, რონალდო და იგუაინი მოგვევლინენ.


თამაში თავიდანვე მადრიდის რეალის უპირატესობით დაიწყო, რაც მალევე აისახა ანგარიშზე ჯერ კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა თავისი პირველი ჯარიმა ლა ლიგაში, ხოლო შემდეგ კაკამ იგუაინის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და 21 წუთისთვის მადრიდელები უკვე ფლობდნენ ორბურთიან უპირატესობას. ამის შემდეგ მეფეები ცოტათი მოდუნდნენ, ამით ყვითელი წყალქვეშა ნავის უდავო ლიდერმა მარკოს სენამ ისარგებლა და რონალდოს თავისი ჯარიმით უპასუხა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა. პირველი ტაიმი ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში მადრიდელები როგორც ჩანს უფრო მოტივირებულნი გამოვიდნენ და ბურთის "დაჭერაც" მოახერხეს, რასაც იგუაინის გოლი მოჰყვა, რომელიც რონალდუს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გავიდა. სტატუს კვოს აღდგენა ბრაზილიელმა ნილმარმა მოახერხა, მან შესანიშნავი კომბნაცია გაითამაშა პირესთან და მცველების შეცდომით ისარგებლა. კასილასი ამ სიტუაციაში უძლური იყო... ყვითელ წყალქვეშა ნავს შანსი მიეცია ბერნაბეუდან ქულა წამოეღო, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ ამ დროს იგუაინმა მეტოქეთ კარში მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში 4:2 გახდა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა ეს გოლი ვილიარეალისთვის გადამწყვეტი გახდა, ვინაიდან მათ უკვე დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს, ხოლო თეთრებმა თავის თავში ძალა იპოვეს და კიდევ ორი გოლის გატანა შეძლეს, ჯერ თავი კაკამ გამოიჩინა, რომელმაც რონალდოს გადაცემის შემდეგ დიეგო ლოპესს შანსი არ დაუტოვა, ხოლო მეექვსე და საბოლოო გოლის გატანა ხაბი ალონსომ მოახერხა, რომელმაც კრიშტიანუს წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი უბადლოდ შეასრულა და თავისი პირველი მადრიდული გოლიც აღნიშნა. ამის შემდეგ მადრიდის რეალს რამოდენიმე შანსი კიდევ ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს ფეხბურთელებმა ლიონთან განცდილი მარცხის შემდეგ მოზღვავებული ენერგია დახარჯეს და საბოლოოდ აღარ ჩაძირეს ყვითელი წყალქვეშა ნავი. dle 10.1

  • SunSay
  • 22 თებერვალი 2010
  • 2232
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)