რონალდუ:„„რეალში“ არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც ზიზუ არ უყვარს“

კრიშტიანო რონალდუმ მადრიდის „რეალის“ ვებ-გვერდთან ვცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა...


„ეს მადრიდის „რეალია“, მარადიული კლუბი, რომელმაც ეს უნდა შეძლოს და ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა ზედიზედ მეორედ მოახერხოს. ეს იქნება ისტორიული მომენტი, რადგან ევროპაში არ არსებობს გუნდი, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოუგია.“

„ეს ჩვენი ამბიციაა, ეს ჩვენი ოცნებაა, რომლის ასრულებისთვი ყველაფერს გავაკეთებთ და ბოლომდე დავიხარჯებით.“

„ურთულესი მოწინააღმდეგე გვყავს. როდესაც ისტორიას ვიხსენებ, საოცარი გრძნობა მეუფლება. ბოლო 4 წელიწადში მესამედ გავედით ფინალში. შანსები თანაბარია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ „რეალი“ ტურინულ ბარიერს გადალახავს და ჩემპიონი გახდება.“

„ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული ურთულესი შეხვედრები გავმართეთ. „დორტმუნდთან“ ბრძოლები კარგად მახსოვს, შემდეგ იყო 1/8 ფინალი, სადაც „ნაპოლი“ მაქსიმალურად დაიხარჯა, თუმცა ვერ დაგვრჩა. „ბაიერნთან“ და „ატლეტიკოსთან“ გამართული პაექრობები ნამდვილ ომს ჰგავდა, რომელშიც გამარჯვებული სამეფო კლუბი დარჩა. ტრიუმფალური სვლა ფინალშიც უნდა გაგრძელდეს.“

„რა თქმა უნდა, უდიდესი მოტივაციაა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობ, მაგრამ როდესაც იცი, რომ თასის დაცვა გიწევს, განწყობა კიდევ უფრო მაღლდება. თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს „ბლანკოსის“ ჩემპიონობისთვის, ეს იქნება ისტორიული მოვლენა.“

„თუ ტურინის „იუვენტუსის“ დამარცხება გვსურს, 100%-იანი სიზუსტით უნდა ვითამაშოთ და მომენტების რეალიზაციას მოვახდინოთ. ამ კლუბს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომლების მოსვენების საშუალებას არ იძლევიან. ბონუჩი, ბარძალი და სხვები საოცარი სიზუსტით გამოირჩევიან და მეტოქე გუნდებს ბუფონამდე არ უშვებენ. გარდა ამისა უნდა ითქვას, რომ ალეგრის გუნდმა უკვე მოიგოს იტალიის თასი და სერია „ა“, რაც ამ გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა.“

„ვიმედოვნებ, ეს იქნება ამაღელვებელი შეტაკება, სადაც სიამოვნებას ფეხბურთელებთან ერთად გულშემატკივრებიც მიიღებენ. „იუვენტუსი“ ლაღი ფეხბურთით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ პრაგმატულობა, რომელიც ამ გუნდს ახასიათებს მართლაც საოცარია. ეს გუნდი გარკვეულწილად ჰგავს „ატლეტიკოს“, რომელიც მეტოქეს შეცდომას არასდროს პატიობს.“

„ჩემი საყვარელი პოზიცია ფორვარდთან ერთად თამაშია. ზიდანი არასდროს მავალებს კონკრეტულ წერტილში ყოფნას, ვინაიდან იცის, რომ ამ შემთხვევაში ეფექტური ვერ ვიქნები. უნდა ვიყო ყველგან, სადაც გუნდს სჭირდება. შეტევა ჩემი სტიქიაა, მაგრამ ტიპიური „ცხრიანი“ არ ვარ. მიმდინარე სეზონში ფორვარდის ადგილზე არაერთხელ აღმოვჩნდი, რაც ძალიან მახარებს.“

„ზიდანის გადაწყვეტილება, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე როტაციას გულისხმობდა, ნამდვილად შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ. ამ ნაბიჯით ფრანგმა სპეციალისტმა ძალები დაზოგა და სტაბილურობა შეინარჩუნა. გუნდში 20-21 ფეხბურთელი რეგულარულად თამაშობდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ დასკვნით ფაზაში კოლექტივი გადაღლილი არ ყოფილიყო. დასვენების საშუალება ყველა ფეხბურთელს ეძლეოდა, მათ შორის მეც გახლდით.“

„ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლის გატანა მართლაც საოცრება იყო. მე ამაზე ვოცნებობდი, დიახ ვოცნებობდი და მიზანს მივაღწიე კიდევ, რაც მაბედნიერებს და კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს. თითოეული გოლი, რომელიც გამაქვს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის.“

„ყველა მეუბნება, რომ ფეხბურთში ახალი სტანდარტი დავნერგე, რასაც მრავალწლიანი სტაბილურობა ჰქვია. არაერთი რეკორდი დავამყარე. რეკორდიდან რეკორდამდე დიდი ენთუზიაზმით მივდიოდი და არასდროს ვდუნდებოდი. თუ პროფესიონალი ხარ, მთელი კარიერის მანძილზე უნდა ეცადო, რომ განვითარდე. როგორც კი მიღწეულიც დაკმაყოფილდები პროგრესი შეწყდება, სწორედ ეს არის ჩემი ცხოვრების კრედო და სწორედ ამიტომ ვითამაშე წლების მანძილზე მაღალ დონეზე.“

„ძალიან მიხარია, რომ „რეალს“ სათავეში ზინედინ ზიდანი უდგას, რომელსაც „ბლანკოსში“ საოცარი სამუშაო გაატარა და შედეგები სახეზეა. ის არის ბრწყინვალე მენეჯერი, რომელსაც უყვარს საკუთარი საქმე. ფრანგი ფეხბურთით ცხოვრობს, ის ყოველთვის გვესაუბრება და ყოველთვის ცდილობს, რომ კოლექტივში კარგი სიტუაცია შექმნას. ზინედინი შრომისმოყვარე ადამიანია და საოცარი ქარიზმა აქვს, რაც სხვა ფეხბურთელებზეც გადადის. „რეალში“ არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც ზიზუ არ უყვარს.“ dle 10.1

  • Hala
  • 28 მაი 2017
  • 8252
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)