„რეალი“ ლა ლიგის ბოლო ტურში ჩემპიონი 6-ჯერ გახდა

მადრიდის „რეალს“ ლა ლიგის თასი, ბოლო ტურში 6-ჯერ აქვს მოგებული, ხვალ კი კლუბს შანსი აქვს, მეშვიდედ შეძლოს ბოლო ტურში მოპოვებული ქულებით თასის აღმართვა...


1931/32 წლების სეზონი - „ბარსელონა“2-2„რეალი“

მადრიდის „რეალი“ კატალონიაში ჩაფრინდა და ფრეზე შეთანხმდა, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ესპანეთის ჩემპიონი გამხდარიყო.

1964/65 წლების სეზონი - „სევილია“ 0-1 „რეალი“

მადრიდის „რეალმა“ ანდალუსიური „სევილია“ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა და ლა ლიგის მე-11 ტიტულს დაეუფლა.

1971/72 წლების სეზონი - „რეალი“4-1„სევილია“

მადრიდელთა მეტოქე კვლავ „სევილიაა“, თუმცა დედაქალაქელებმა ანდალუსიური ბარიერი ძალიან მარტივად გადალახეს და ჩემპიონები გახდნენ.

1979/80 წლების სეზონი - „რეალი“3-1„ბილბაო“

მადრიდელებმა საკმაოდ საინტერესო და რთული მეტოქე, „ბილბაო“ დაამარცხეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

2002/03 წლების სეზონი - „რეალი“ 3-1 „ბილბაო“

მადრიდელებმა კვლავ „ბილბაო“ დაამარცხეს, თუმცა ბოლო ტურში ჩემპიონობა 23 წლის შემდეგ დააფიქსირეს, იმ შეხვედრაში ლუის ნაზარიო რონალდოს ბრწყინვალე თამაშმა „თეთრებს“ ჩემპიონობა მოუტანა.

2006/07 წლების სეზონი - „რეალი“ 3-1 „მალიორკა“

მადრიდელებმა ჩემპიონობა კვლავაც ბოლო ტურში, „მალიორკასთან“ შეხვედრაში გაინაღდეს და ფაბიო კაპელოსთან ერთად ტიტული მოიპოვეს.

გავიდა 10 წელი და მადრიდის „რეალის“ თავკაცი ზინედინ ზიდანია, რომელსაც შანსი აქვს ლა ლიგა ბოლო ტურში მოიგოს.

ჰალა მადრიდ !
dle 10.1

  • Hala
  • 20 მაი 2017
  • 2338
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)