ზიდანი:„პეპეს ამბავს მალე გავიგებთ“

ზინედინ ზიდანმა „სევილიასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„დარჩა 3 ფინალი, მადრიდის „რეალს“ უმძიმესი შეხვედრები ელის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 100%-იანი შედეგი მივიღოთ, ლა ლიგის მოგება ძალიან მნივნელოვანია. „სევილიასთან“ პირველი ფინალი გვექნება, რომელიც წარმატებით უნდა დავასრულოთ.“

„ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ, ეს მართლაც შესანიშნავი შედეგია, მაგრამ არაფერი მოგვიგია, სეზონი წარმატებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ „სიბელესი“ გაივსება და გულშემატკივარი წარმატებას იზეიმებს.“

„ანდალუსიელებთან თამაშზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, გუნდს გულშემატკირების იმედი აქვს. ნიშანდობლივია, რომ პაექრობა სწორედ ბერნაბეუზე იმართება.“

„დარწმუნებული ვარ, სამივე შეხვედრა რთული იქნება. „სევილია“ ყველაფერს გააკეთებს 3 ქულის მოსაპოვებლად, შემდეგ კი „სელტას“ და „მალაგას“ ბარიერის გადალახვა მოგვიწევს.“

„კარიმ ბენზემა განსაკუთრებული ფეხბურთელია, მას უამრავი ფუნქცია აქვს შეთავსებული და ყოველთვის ცდილობს, რომ გუნდისთვის გამოსადეგარი ფიგურა იყო. ფრანგ ფორვარდს გოლების გატანის გარდა, სხვა დავალებაც აქვს მიღებული, რომელსაც ბრწყინვალედ ართმევს თავს.“

„პეპეს მადრიდული კარიერა შთამბეჭდავია, პორტუგალიელი ფეხბურთელი „რეალის“ ღირსებას უკვე 10 წელიწადზე მეტია იცავს. ჩვენ მალე გავიგებთ, წავა ესპანეთიდან თუ დარჩება დედაქალაქში.“

„ამ ეტაპზე პეპეს ტრავმა სრულფასოვნად მორჩენილი არ არის, ამიტომ განაცხადში არ შევა და მუშაობას გააგრძელებს.“

„გარეთ ბეილის აღდგენითი პროცესი გრძელდება. ვიმედოვნებ, უელსელი ფეხბურთელი გუნდის დამხარებას სულ მალე შეძლებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 მაი 2017
  • 6492
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)