რამოსი:„პიკეს ბერნაბეუზე ყოველთვის დაუსტვენენ“

სერხიო რამოსმა „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„3-0 შესანიშნავი ანგარიშია, მაგრამ რეზულტატის შენარჩუნებაზე ფიქრი დამღუპველი იქნება, ამიტომ ასე არ მოვიქცევით. მადრიდის „რეალის“ წარმატების საიდუმლო მოგებისთვის შემართება, ერთიანობა და გუნდური სულისკვეთებაა. „კალდერონზე“ საბრძოლო შემადგენლობას ვიხილავთ, რომელიც ბოლომდე დაიხარჯება.“

„ბერნაბეუზე „რეალი“ ყოველთვის უტევს, მაგრამ რთულად მოიძებნება სტადიონი, სადაც ჩვენს გუნდს შეტევაში ყოფნა უჭირს, ამ გუნდის იდეოლოგია შეტევაა.“

„ზინედინ ზიდანის მსგავს შედეგებს ვერავინ დაიჯერებდა, მაგრამ ფრანგმა ლეგენდამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფეხბურთისთვის არის დაბადებული. სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ყოველდღიურად ვეცნობით, მართლაც აღმაფრთოვანებელია.“

„ფეხბურთში მუდმივად ვერ გაიმარჯვებ, ძალიან დიდ გამოცდილებას ვფლობ, არაერთხელ წამიგია, არაერთხელ გამცრუებია იმედი, მაგრამ როდესაც პროფესიონალი ხარ წაგებასაც უნდა შეეგუო და იცოდე, როგორ გაუმკლავდე წნეხს.“

„მადრიდული დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ლისაბონის ფინალი ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს, ეს მომენტი ყოველთვის მახსენდება და მოტივაციით ვივსები. საოცრება მოხდა.“

„გერმანიაში „ალიანც არენაზე“ თამაში ძალიან რთულია, ვინაიდან „ბაიერნს“ საოცრად აქტიური ქომაგები ჰყავს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც „ატლეტიკოს“ ჰყავს ნაკლებად მხურვალე გულშემატკივარი. „კალდერონის“ სახელობი სტადიონზე ყოველთვის ანშლაგს და აქტიურ მხარდაჭერას აქვს ადგილი.“

„მსაჯები? დიდი იმედი მაქვს, რომ არბიტრი ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი ფიგურა იქნება.“

„სიმაღლეები დაპყრობისთვის შესანიშნავი დროა. მადრიდის „რეალი“ საკუთარ თავზეა დამოკიდებული, კლუბს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება შეუძლია, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს, ფინალთან ახლოს ვართ, ლა ლიგაში კი 3 ფინალი დაგვრჩა. „ბლანკოსს“ აქვს ნათელი იდეები და გამარჯვებისთვის არის შემართული, ყველაფერს შევძლებთ.“

„პიკეს მიმართ სტვენა არასდროს შეწყდება, ბერნაბეუ ამ ფეხბურთელს ყოველთვის დაუსტვენს.“

„სიმეონეს განცხადებები? არგენტინელი სპეციალისტი გუნდს შესანიშნავ მუხტავს, ის დიდი მოტივატორია, რაც თავისთავად დასაფასებელია.“

„გუნდში სერიოზული კონკურენციაა. ზიდანის განკარგულებაში 25 კარგი ფეხბურთელია, სასტარტო შემადგენლობაში კი საუკეთესო თერთმეტეულს ვიხილავთ.“

„ტეო ერნანდესის შეძენა? ამაზე საუბრის დრო არ არის. მოდით, დავასრულოთ სეზონი და შემდეგ ვიფიქრობ ახალი ფეხბურთელების დამატებაზე. მივესალმები ყველა ტრანსფერს და მზად ვარ, ყველა ფეხბურთელი დიდი სიხარულით მივიღო კლუბში, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო ახლა არ არის, უდიდესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.“ dle 10.1

  • Hala
  • 10 მაი 2017
  • 8370
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)