ზიდანი: "რეალში უტიტულობას არავინ გაპატიებს"

ზინედინ ზიდანმა "გრანადასთან" მატჩის წინ პრეკონფერენცია გამართა.


"სეზონის დასრულებამდე რამდენიმე მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი.ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია მორიგი 3 ქულის მოპოვება, ამიტომაც, მაქსიმუმს გავიღებთ გამარჯვებისთვის."

"ვფიქრობ, ყველაზე ნიშანდობლივი ფაქტი ის არის, რომ მე კარგად მესმის ფეხბურთი.ყოველდღიურად გაუმჯობესების სურვილით მოვდივარ ვარჯიშზე.რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი, რომელთა შეცვლაც ჩემს ძალებს აღემატება."

"ბუნებრივია, კრიშტიანუ რონალდუ უახლოვდება მეხუთე "ოქროს ბურთს."მისი ბურთაობა ამაზე მეტყველებს."

"სამეფო კლუბში შენი ყოფნა დამოკიდებულია შედეგზე.უკვე 17 წლის განმავლობაში ვითვლები "რეალის" წევრად და კარგად მომეხსენება რას ნიშნავს ეს ყველაფერი.აქ არავინ გაპატიებს უტიტულოდ დასრულება სეზონს.აღნიშნულის გათვალისწინებით, ვცდილობ თავდაუზოგავად ვიმუშავო და რაც შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო."

""გრანადასთვის" სეზონი დამთავრებულია და ისინი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გამოვლენ მოედანზე, რაც ერთგვარი სირთულე იქნება ჩვენთვის.მათ კვალიფიციური მოთამაშეები ჰყავთ, თუმცა ცუდი გამოსვლით დაგვამახსოვრეს თავი."

"არასწორი იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ადვილი მატჩი გველოდება წინ.ფეხბურთელები სათანადოთ არიან მომზადებულნი."

"ალვარო მორატა კომფორტულად გრძნობს თავს "რეალში."მისთვის მადრიდი მშობლიური კლუბია."

"BBC? არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნაკლები სათამაშო დროის მქონე მოთამაშეები უკეთესად ასპარეზობენ, ვიდრე სასტარტოსი, თუმცა ჩემი აზრით, შემადგენლობის ყველა წევრის ბურთაობა დამაკმაყოფილებელია, მათ შორის BBC-ს.თითზე ჩამოსათვლელია იმ შეხვედრების რაოდენობა, როდესაც აღნიშნული ტრიო მოედანზე იყო და ცუდად ვითამაშეთ."

"რონალდუს დიდი პატივისცემით ეკიდებიან თანაგუნდელები, გულშემატკივრები, მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია."

"კრიშტიანუსთან ხშირად მაქვს საუბარი.მან უკვე 60–ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა მიმდინარე სეზონში და დასვენება სჭირდება.ჩვენ დიალოგის საშუალებით ვიღებთ გადაწყვეტილებას მისი განაცხადს მიღმა დატოვების შესახებ."

"კოენტრაუ მზად არის სათამაშოდ.პეპე მომდევნო კვირას შემოგვიერთდება, ხოლო ვარანი გამოტოვებს ხვალინდელ დაპირისპირებას.ფრანგმა გარკვეული დისკომფორტი იგრძნო და გარისკვა არ გვსურს."

"უკვე გითხარით, რომ მპაბეს 2014 წელს შეეძლო "რეალში" გადმოსვლა, თუმცა უარი განაცხადა.ის ხარისხიანი ფეხბურთელია.სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ."

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)