მორატა:„ჩემთვის 17 დეკემბერი განსაკუთრებული თარიღია“

ალვარო მორატამ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა...


„ჩემთვის 17 დეკემბერი განსაკუთრებულია დღეა, ვინაიდან პირველად მოვირგე „რეალის“ მაისური და რამდენიმე წუთი „სარაგოსას“ წინააღმდეგ ვითამაშე. ასევე კარგად მახსოვს 22 დეკემბერი, როდესაც მწვრთნელმა „ლევანტეს“ წინააღმდეგ თამაშის საშუალება მომცა. ეს იყო საოცარი გრძნობა, რომელიც ჩემ მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა და აღარასდროს წაიშლება.“

„კიდევ ერთი საოცარი განცხადა ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო, მაშინ მივხვდი, თუ რატომ იბრძვიან ფეხბურთელები იმისათვის, რომ ოქროს მედლები მოიპოვონ. ეს თასი აღემატება ყველა საკლუბო ჩემპიონატში მოგებულ ტიტულებს, ეს არის განსაკუთრებული მოვლენა და ბედნიერია ყველა ადამიანი, ვისაც ფინალში უთამაშია და მოუგია.“

„როდესაც ბავშვი ვიყავი ვერაფერზე კონცენტრაციას ვერ ვახდენდი, არ მიყვარს მეცადინეობა და ასე შემდეგ, ჩემთვის მთავარი ყოველთვის ბურთი და ფეხბურთის თამაში იყო. სპორტით ვცხოვრობ და ვთვლი, რომ ფეხბურთი არის ჩემი ცხოვრების აზრი.“

„ძალიან მიყვარდა ჩოგბურთი და იყო იმის შანსი, რომ არა ფეხბურთელი, არამედ ჩოგბურთელი გავხდარიყავი, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.“

„ვთვლი, რომ მადრიდის „რეალში“ საუკეთესო სეზონი მაქვს, რაზეც სტატისტიკას მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო შემადგენლობის წევრად არ ვითვლები, გოლების გატანას ხშირად ვახერხებ და ოპტიმალურ ფორმაში ვიმყოფები.“

„ტურინის „იუვენტუსთან“ ძალიან ტკბილი მოგონებები მაკავშირებს, როდესაც გავიგე, რომ კარიერას იტალიაში ვაგრძელებდი, გავიგე იტალიური ფილმების ყურება და წიგნების კითხვა, საწყისი პერიოდი იოლი ნამდვილად არ იყო, თანაც იმ ფონზე, რომ სეზონის სტარტზე ტრავმა მივიღე. საბოლოო ჯამში ტურინში შესანიშნავი შედეგები მქონდა.“

„მადრიდის „რეალში“ დაბრუნებას არ ვნანობ, ეს იყო პრეზიდენტის გადააწყვეტილება, რომელსაც უყოყმანოდ დავთანხმდი. ვიმედოვნებ, „ბლანკოსთან“ ერთად ბევრი ტიტულის მოგებას შევძლებ.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 მაი 2017
  • 3723
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)