მაინც სადამდე? მაინც როდემდე?

მოკლედ, ეს სტატია არ გეგონოთ, რომ დღეს დავწერე. არა, უბრალოდ ოთხშაბათს მქონდა უკვე დაწერილი, მაგრამ რაღაც მიზეზებისდა (მადრიდფან , ეხლა ნუ დაიწყებ, რომ შენ მიზეზები არ გელევაო და ა.შ. ) გამო ვერ გამოვაქვეყნე.მოკლედ, მინდა ამ სტატიით ჩემი შეხედულება და დამოკიდებულება გაგაცნოთ „მადრიდის რეალში“ არსებულ ე.წ. „ანტირეკორდულ“ სიტუაციასთან მიმართებაში. ბევრი თქვენგანი შეიძლება არც დამეთანხმოს და სრული უაზრობაც იქნებოდა, რომ ყველა ერთ აზრზე იყოს. შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოთქვათ კომენტარებში, მაგრამ გთხოვთ, რომ კორექტულად მოიქცეთ აზრის დაფიქსირებისას.


ეს ერთგვარი შესავალი. მაშ ასე, მოდით დავიწყოთ. როგორც უმრავლესობა თქვენგანი მიხვდა, დღეს მინდა გესაუბროთ „მადრიდის რეალის“ მიერ „ლიონის“ წინააღმდეგ ნაჩვენებ თამაშზე. თამაშზე საუბარი ნაკლებად გამომივა, ვინაიდან თუ ასე მოვიქეცი, მაშინ მთელი სტატია „ლიონის“ ბრწყინვალებაზე უნდა ვისაუბრო და ეს იდეა დღეს ნაკლებად მხიბლავს, ამიტომ...


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?



მაინც, მაინც რა ხდება ჩვენი საყვარელი კლუბის თავს? მაინც რით ვერ მოიშორა „რეალმა“ ლიგაზე „ნიუდაჩნიკის“ (ბოდიშით რუსული ჟარგონის გამო) სახელი? მაინც სადაა ამის მიზეზი? ნუთუ საკმარისი არაა ის სახსრები, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ გაიღო? როგორც ჩანს არა–ვინაიდან დღევანდელ ფეხბურთს არ ქმნიან ე.წ. „ფულის ტომრები“ და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ სპორტის ამ სახეობას ასე მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები ყავს...


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


დღეს ფეხბურთი იმითაა საინტერესო სანახავი და საყურებელი, რომ ნებისმიერ კლუბს, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენია მისი ბიუჯეტი – „ალკორკონი“ გაიხსენეთ–ამ გაუბედურებული სახელის მატარებელმა კლუბმა, ისეთი კლუბი დაამარცხა, როგორიც „მადრიდის რეალია“, რომლის სახელმაც შეიძლება ბევრ სხვა კლუბში შიშიც კი გამოიწვიოს, თან რა ანგარიშით–4:0, – არამედ დღეს ფეხბურთში მონდომება ფასობს. სწორედ მონდომება და თავგანწირული თამაში იყო იმის მიზეზი, რომ „ალკორკონმა“ 4:0 სძლია მასზე ყველაფრით უდიდეს კლუბს.


აი, სწორედ ეს მონდომებაა წარმატების ერთ–ერთი ფორმულა დღევანდელ ფეხბურთში და სწორედ ის შეიძლება დაფასდეს ყველაზე მეტად კონკრეტულ შეხვედრებში. სწორედ , ესაა ის, რაც ჩემპიონობის მაძიებელ კლუბს უნდა გააჩნდეს მთელი სეზონის განმავლობაში. მაგრამ საკითხავი ისაა, ხდება თუ არა? („ბლანკოსებზე“ მაქვს საუბარი)


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


თუ ბოლო თამაშს გადავხედავთ , ნათლად დავინახავთ, რომ მადრიდსიტებს მონდომება აკლდათ. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იფიქროს: „ნეტა სად ნახა ამან მონდომების ნაკლებობა?“ . დიახ, მეგობრებო მე ეს დავინახე, მე ამ მატჩში დავინახე ბრძოლის, თავგანწირვის, მოგების ჟინი , მაგრამ არა „თეთრების“ რიგებში, არამედ სრულიად საპირისპირო მხარეს და ამაზე ძალიან დამწყდა გული. მე ეს მონდომება ვნახე დელგადოს,ლისანდროს, ლორისის, მაკუნის და სხვა „ლიონელთა“ თამაშში და სრულიად არ მინახავს იგი რონალდუს, იგუაინის, ალონსოს, ალბიოლის, მარსელოს და სხვა მადრიდისტების შემხედვარეს.


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


აქ აუცილებლად უნდა გამოვყო კაკა, ვინაიდან იგი არ შეიძლება ზემოთჩამოთვლილთა რიგებში შევიყვანოთ , ვინაიდან ის იყო, ჩემი აზრით ერთადერთი მადრიდისტი იმ თამაშში, რომელიც ცდილობდა, რომელიც ძალ–ღონეს არ იშურებდა, მაგრამ როგორც ცნობილი ქართული გამოთქმა გვკარნახობს: „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“.


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


ბევრი თქვენგანი ახსენებს ალონსოს ე.წ. თქვენეულ „კარგ თამაშს“ ... მე თქვენ აბსოლიტურად არ გეთანხმებით. ეს ფეხბურთელი სამშაბათს ისე თამაშობდა, თითქოს ეს ესაა გაიღვიძა და არ იცის სად არისო, ან თითქოსდა ძალიან კარგ სიზმარს ხედავდა და თვითონ ამ სიზმრის მიმდინარეობას ყვებოდა. არ ვიცი, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მე მის „ლიონის“ წინააღმდეგ თამაშს 10 ქულიდან მაქსიმუმ 5–ს დავუწერდი და ისიც მინუსით. ალონსო– ეს ის ფრიადოსანი მოსწავლეა, რომელმაც იმ იმედით, რომ მასწავლებელი არ გამოკითხავდა გაკვეთილი არ ისწავლა. მაგრამ გაკვეთილზე სრულიად საწინააღმდეგო მოხდა და მანაც სრულიად შეუფერებელი შეფასება მიიღო...


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


მარსელო? ... მისი თამაში მართლაც სამი წერტილის დასმის მეტს არაფერს მოითხოვს. ის მართლაც ცალკე განხილვის თემაა.. იგი იმ თამაშში რაღაც აბსურდულ მატერიაში იმყოფებოდა გონებით და ფიზიკურად კიდევ აბსურდულად თამაშობდა... მისი თამაშის შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა , რომ მარსელომ თვითონ არ იცოდა სად , როდის და რა მიზნით მირბოდა... ის უბრალოდ დარბოდა, მეტი არაფერი... მარტივ შედარებას მოგიყვანთ:– მისი გუშინდელი თამაში გავდა იმ ტვინარეული დიასახლისის გარჯას, რომელიც სუფრას, რომლის გაშლაც 10–15 წუთშია შესაძლებელი , მთელ საათს ანდომებს– მიზეზი? მარტივი–უბრალოდ მან არ იცის რითი დაიწყოთ და ცდილობს ყველაფერს ერთბაშად მოეჭიდოს, ამის შესაფერისი გამოთქმა კი ქართველებს ბევრი მოგვეპოვება, ყველაზე კარგად კი მის სიტუაციას ეს სიტყვები აღწერს: „ორი კურდღლის მდევნელმა ვერც ერთი ვერ დაიჭირაო“. ასე დაემართა მარსელოსაც... მან არ იცოდა, სად წასულიყო მოედანზე..ამიტომაც იყო, რომ „ლიონის“ ფეხბურთელები მას ხან ფეხებს შუა გაუძვრენდნენ ბურთს, ხან კიდე აღუა ბავშვივით ატყუებდნენ... მოკლედ, ჯობია მარსელოზე მოვრჩე, თორემ ....


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


დიარა... კიდევ ერთი „შედევრი“ და კიდევ ერთი სამ წერტილი მადრიდისტას რიგებიდან... თქვენი არ ვიცი და მე სერიოზულად ვფიქრობ, რომ დიარამ ნამდვილად არ იცოდა რატომ გამოვიდა ის მოედანზე და რა ფუნქციის შესრულება ევალებოდა მას. მისი სიტუაცია იმ ოროსანი ბავშვის სიტუაციას გავს, რომელიც ერთ დღეს კარგად ჩააბარებს მასწავლებელს გაკვეთილს და იფიქრებს: „აწი ეს ჩემი გამყვანი არაა“–ო. მაგრამ მასწავლებელს მომდევნო გაკვეთილზეც გამოყავს დაფასთან და ის , როგორც ყოველთვის ასე არასასურველ ორიანს ღებულობს (ეს სხვებისთვისაა არასასურველი, მაგრამ ოროსანისთვის ჩვეული მოვლენაა) ...


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


სერხიო რამოსი? – პრინციპში ამ მცველთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მართალია სწორედ მისი პოზიცია ჩავარდა გოლის მომენტში, მაგრამ მან ამ თამაშში ბევრჯერ გამოასწორა სხვა მადრიდისტების შეცდომები.. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ იგი არაა მიჩვეული დაცვის ცენტრში თამაშს და ეს მისთვის ერთგვარად ახალი ხილია (ეხლა მოიყვანთ ლა ლიგის ბოლო შეხვედრებს მაგალითად, მაგრამ ნუთუ „ხერესთან“ და მისნაირ კლუბებთან კარგად თამაში იმის გარანტი იქნება, რომ „ლიონთანაც“ კარგად ითამაშებ?) მოკლედ, რამოსზე არ ვსაუბრობ...


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


რონალდუ?! ... უბრალოდ ნოლი და მეტი არაფერი ... რას გავდა მისი თამაში? იმ ეულად მიგდებულ ბოთლს, რომელიც ნაგვის ურნაში „იწონებს“ თავს (ნაგვის ურნა „მადრიდის რეალზე“ არ მითქვას... ეს უფრო მეტად შეეფერება მის ტალანტს, რომელიც შეიძლება თუ არ გამოიყენა, მართლაც რომ ნაგვის გროვად იქცეს)... კი, ზოგი რონალდუს თავგადაკლული ფანი (თუ ასეთები არიან საქართველოში) მოიყვანს იქ ერთ–ორ ეპიზოდს, მაგრამ რა იყო ამ ეპიზოდებში ასეთი განსაკუთრებული? აშკარად ისეთი არაფერი, რომ მთელი მისი ჩაფლავებული თამაში გადაეფარა... ნამდვილად არ ყოფილა...


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


მაინც რა ხდება ? მაინც სადამდე? მაინც როდემდე უნდა ვისმინოთ ერთი და იგივე წაგებული შეხვედრების შემდეგ? ვინც „ლიონთან“ შეხვედრის შემდეგ , ფეხბურთელთა კომენტარებს გადახედა იმათ საყურადღებოდ–მაინც რა შემაჩნიეთ თქვენ ამ კომენტარებში? – გეტყვით მე რა დავინახე: ეს კომენტარების სრულიად იდენტურია იმ კომენტარებისა, რომლებსაც ვისმენდით ამ დაწყევლილი ხუთი წლის განმავლობაში 1/8 ფინალის პირველი შეხვედრების შემდეგ... განსხვავება?– ფეხბურთელები შეიცვალნენ–გამონათქვამები კი იგივე დარჩა: „ჩვენ მომდევნო ეტაპზე გავალთ“. „ოპტიმალურ ფორმაში უნდა დავხვდეთ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ (ზოგჯერ ეს „ენფილდ როუდი“ , ზოგჯერ „ოლიმპიაშტადიონი“, ზოგჯერ კი (ალბათ ყველაზე ხშირად) „ჟერნალი“ იყო), „საკუთარ მოედნაზე 80 000 ჩვენი გულშემატკივრი დაგვიკრავს ტაშს და ეს უფრო მეტ სტიმულს შეგვმატებს“, „მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ“ და ა.შ.


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


ზემოთხსენებულ ფრაზებში განსაკუთრებულ გაღიზიანებას ჩემში ბოლო ორი იწვევს... რატომ? ახლავე მოგახსენებთ: რას ქვია 80 000 გულშემატკივარი დაგიკრავს ტაშს? რას იტყვით იმ ასი ათასობით გულშემატკივარზე , რომლებმაც თქვენი საცოდაობა იხილეს საკუთარი თვალით? რას იტყვით იმ მილიონობით გულშემატკივარზე, რომლებიც მზად არიან თქვენი თამაშის საყურებლად ღამეები ათენონ? და მაინც, ეს უკვე მეტისმეტია თქვა , რომ მომდევნო შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გახვალ... გამოდის , რომ პირველ შეხვედრაში მოგების სურვილი ე.წ. „ლაით პონტში“ გაგაჩნდა? ... ეს უკვე სამარცხვინოა... სამარცხვინოა იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ფეხბურთელი/მწვრთნელი, რომელიც თამაშობს/მოღვაწეობს კლუბში, რომელსაც სახელად „მადრიდის რეალი“ ქვია არ უნდა ამბობდეს ამას.. არ უნდა ამბობდეს კლუბის ისტორიიდან და კლუბის სახელიდან გამომდინარე...


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


აგდებული დამოკიდებულება მეტოქის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრების მიმართ – აი კიდევ ერთი ამჯერად უკვე წარუმატებლობის ფორმულა დღევანდელ ფეხბურთში... ასეთი დამოკიდებულება კი აშკარად იგრძნობა „მადრიდის რეალის“ მიერ ჩატარებულ შეხვედრებში..


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


უკვე ხუთი წელია, რაც ვისმენთ , ვკითხულობთ და ვხედავთ ერთსა და იმავეს... ხუთი წელია, რაც მიზეზები არ ილევა... ამ ხუთი „ბედკრული“ წლის განმავლობაში წარუმატებლობის მიზეზი იყო:


ა) „იუვენტუსის“ ბრწყინვალე თამაში


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


ბ) ანრისა და ფაბრეგასის განრწყინება


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


გ) შეუდარებელი „ბავარია“, თუ უფრო სწორად ( ჩაფლავებული „მადრიდის რეალი“)


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


დ) ბრწყინვალე „რომა“


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


ე) ბენაიომის ბურთისთვის კარგად დახვედრებული თავი და კიდევ ერთხელ „ჩარცხვენილი“ (ნუ გგონიათ შემეშალა , დიახაც, რომ ჩარცხვენილი) „მადრიდის რეალი“


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


მოკლედ, არ ვიცი რა მიზეზი მოვიყვანო, არ ვიცი რა ვქნა და რას დავაბრალო ეს წარუმატებლობა... რით ვერ იპოვა ამ დროპის განმავლობაში „მადრიდის რეალმა“ წარმატების გასაღები? ხუთი წელი ხომ არც თუ ისე ცოტა დროა... თითქოს ამ გასაღებს ცხრათავიანი გველეშაპი დაპატრონებია და არაფრის დიდებით არ იძლევა მას... უკვე ალბათ ფიქრობთ, „ვინაა ეს გიჟი– რაღა დროს ცხრათავიან გველეშაპებზე საუბარია, ან რეებს ბოდასვსო“.. სულაც არ ვბოდავ მეგობრებო, დიახ , არსებობს ასეთი ცხრათავიანი ბოროტი გველეშაპი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს გველეშაპი „მადრიდის რეალის“ მეორე მე–ა... მეორე მე, რომელიც არ აძლევს პირველს საშუალებას ხელში ჩაიგდოს წარმატების გასაღები... არ ვიცი რამდენად გაიგეთ, მაგრამ ეს უკვე თქვენთვის მომინდვია...


მაინც სადამდე? მაინც როდემდე?


ვინ იქნება შემდეგი? ნუთუ კვლავ უნდა განმეორდეს ისტორია? ნუთუ კიდევ ერთხელ უნდა ვნახოთ თავჩაქინდრული რაული, ატირებული „რეალის“ ფანები, რომლებიც წყალწაღებული კაცივით , ცდილობენ ხავსს მოეჭიდონ და ბრწყინვალე ისტორიით ინელებენ სირცხვილის გრძნობას (მეც მათ შორის ვარ)...არადა, რას გვპირდებოდნენ „ჩვენები“ ? (ყველაზე ბოლოს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ წაგებულ შეხვედრის შემდეგ) იმას, რასაც კაცი/ქალი პირდება უტვინო საყვარელს... იმას , რასაც ოცნების კოშკის აშენებას ეძახიან...რა მოხდა? ... „ისეთი არაფერი“, „უბრალოდ კიდევ ერთხელ გამოვვარდით 1/8 ფინალიდან“... „აი, მოდევნო წელს ნახავთ რეებს ვიზამთ, ყველას გადავუვლით, გავანადგრუებთ, ჩემპიონთა ლიგა ჩვენია...“ – რამე ხომ არ გეცნობათ ? დიახ, სწორად მიხვდით–ეს იმ სიტყვების მოკლე ჩამონათვალია,რასაც მე და თქვენ აგერ უკვე ხუთი სამარცხვინო წლის განმავლობაში ვიმეორებთ... ამბობენ , გამეორება ცოდნის დედააო, მაგრამ საქმე იმაშია, რამდენად გვაწყობს ასეთი ცოდნა... მე პირადად არაფერში არ მჭირდება და ვისაც ჭირდება იმისთვის დამითმია... თქვენი არ ვიცი...


კიდევ ერთხელ, ტავტოლოგია გამომდის , მაგრამ „რა ვუყო რომ ასეა“ (ჩვენში ერთ დროს ეზომ პოპულარული სიტყვების გადაკეთებული ვარიანტი), მაინც სადამდე? dle 10.1

  • shvela
  • 19 თებერვალი 2010
  • 5384
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)