ზიდანი;„მსურს ვუთხრა სიმეონეს, რომ დიდი ბრძოლა გველის“

ზინედინ ზიდანმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვსურს და რა უნდა გავაკეთოთ. „ატლეტიკო“ ძალიან ძლიერი მეტოქეა, ამიტომ დიდი ძალისხმევის გაღება გვმართებს.“

„მსურს ვუთხრა სიმეონეს, რომ ჩვენს გუნდებს ძალიან სერიოზული ბრძოლის გადატანა მოუწევთ, შანსები კი თანაბარია. არგენტინელი სპეციალისტი საკმაოდ დიდ გამოცდილებას ფლობს.“

„ის, რომ წინა წლებში „რეალი“ „ატლეტიკოს“ სულ ამარცხებდა არაფერს ნიშნავს, ახლა ყველა ფიქრობს, რომ რევანშის დროა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო დიდი მოტივაცია გვაქვს.“

„მარსელო ვიეირამ დაამტკიცა, რომ წარსული მისთვის არაფერს ნიშნავს და მნიშვნელოვანი ყოველთვის მომავალია. ბრაზილიელი მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება.“

„ხამეს როდრიგესმა ბოლო ტურებში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ითამაშებს თუ არა სასტარტო შემადგენლობაში ხვალ იხილავთ.“

„ჩვენ ვიცით, რომ „ატლეტიკოს“ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და დიდი ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს.“

„კაზემირო გავაფრთხილე და ვუთხარი, რომ ყვითელი ბარათი არ მიიღოს.“

„მე ვერ გესაუბრებით ჩემ მომავალზე და ტრანსფერებზე, რადგან მხოლოდ მატჩზე ვფიქრობ.“

„რაფაელ ვარანი 100%-ით მზად არის. ფრანგი ფეხბურთელი რეაბილიტირებულია.“

„კეპლერ პეპეს აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა მას კიდევ სჭირდება დრო.“

„კრიშტიანო რონალდუს შესანიშნავი შედეგები აქვს, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გუნდის ½ ფინალში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.“

„ახალს არაფერს გამოვიგონებთ, „რეალი“ საკუთარ სტილს არ უღალატებს და გამარჯვებას ეცდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 მაი 2017
  • 9662
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)