ზიდანი: "მოხიბლული ვარ ჩემი ფეხბურთელების თამაშით"

ზინედინ ზიდანმა "დეპორტივოსთან" ჩატარებული მატჩი ჟურნალისტებთან შეაფასა.


"საგულისხმოა, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში ბევრი მომენტი შევქმენით და სამწუხაროდ, მათი სრულად გამოყენება ვერ მოვახერხეთ.მოედანზე გამოსული ფეხბურთელების უმრავლესობას რეგულარუად არ უწევს თამაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი საოცრად გაისარჯნენ."

"სიმართლე გითხრათ, ბედნიერი ვბრუნდები მადრიდში.მოხიბლული ვარ თითოეული მოთამაშის ბურთაობითა და გოლებით.ისინი იშვიათად ხვდებიან სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებიან, რათა სათანადო ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ.მე დიდებული შემადგენლობა გვყავს, ჩვენ ნებისმიერი გამოწვევის მიღება გვძალუძს."

"ისკო? ხშირად არ ხდება, როდესაც მეტოქე კლუბის გულშემატკივრები მხურვალე აპლოდისმენტებს გიძღვნიან.მან შესანიშნავად იასპარეზა.ბევრი შთამბეჭდავი ეპიზოდი შექმნა და დამსახურებული მილოცვებიც მიიღო.მადლობას ვუხდი გაწეული სამსახურისთვის.ისკო ყოველთვის ამართლებს მოლოდინებს."

"ძირითადი შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებული დისკუსიები არასდროს შეწყდება.მთავარი ის არის, რომ ყველა ფეხბურთელის მნიშვნელოვანია გუნდისთვის, რასაც ამტკიცებენ კიდეც.ჩემთვის რთულია თერთმეტეულის შერჩევა."

"როგორც უკვე აღვნიშნე, ფენომენალური გუნდი მყავს.ჯერ არ ვიცი, როგორი განაცხადით ვითამაშებთ "ვალენსიას" წინააღმდეგ.რა თქმა უნდა, არ არსებობს 1–ლი და მე–2 შემადგენლობები, თითოეული წევრი ღირებული და ფასეულია.ჩვენ ერთი გუნდი ვართ."

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)