რამოსი:„თავს შევაკლავთ და ლა ლიგას „ბარსელონას“ არ დავუთმობთ“

სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა...


„თავს შევაკლავთ და „ბარსელონას“ ლა ლიგას არ დავუთმობთ. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენ ხელშია. ეს იყო სირცხვილი, ახლაც ვერ ვხვდები,. მოედნიდან რატომ გამაძევეს. უხეშობა ნამდვილად იყო, მაგრამ წითელი ბარათი ნამდვილად არ მეკუთვნდოდა.“

„ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებმა შემართებით ითამაშეს და გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. კაცნაკლული „რეალი“ მაინც მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ჩვენ საოცარი წარმოდგენა დავდგით და გულშემატკივრების მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოვხატეთ.“

„ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებამ მადრიდის „რეალის“ შანსი გაანულა. „ელ კლასიკოში“ ასეთი რაღაცის გაკეთება არ შეიძლება, ვინაიდან თამაში ფუჭდება.“

„ლა ლიგის მომდევნო ტურებზე უნდა ვიფიქროთ. საკმაოდ რთული კალენდარი გვაქვს, ამიტომ მობილიზება და ამ შეხვედრის დროულად დავიწყება გვმართებს.“

„დანაბების დრო არ არის, დედაქალაქური კლუბი ბრძოლას განაგრძობს, ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია და საკუთარ ძალებში ეჭვი არ ეპარება.“

„მთავარი ის არის, რომ საკუთარ შედეგებზე ვართ დამოკიდებულნი. ჩვენ შეგვიძლია ლიდერის სტატუსის მოპოვება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 24 აპრილი 2017
  • 19522
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)