მარსელო„ზიდანი მხოლოდ მაშინ საუბრობს, როდესაც გუნდს სჭირდება“

მარსელო ვიეირამ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა...


„წინ „ელ კლასიკოა“. ეს არის შეხვედრა, რომელზეც ყველა საუბრობს. ესპანეთი უკვე „რეალმა“ და „ბარსელონამ“ მოიცვა, ქუჩებში მიდის განხილვები, კამათი, აზრთა სხვადასხვაობა და ასე შემდეგ. მთელი მსოფლიო ელოდება მადრიდულ-კატაონიურ ჯახს. ამ მატჩზე დიდ ინტერესს არაფერი არ იწვევს.“

„ამ შეხვედრაში მსოფლიო ჩერდება და სრულ ყურადღებას უთმობს სტადიონზე განვითარებულ მოვლენებს. მე ვარ პრივილეგირებული ადამიანი, ვინაიდან მწვანე მინდორზე გავდივარ და „ელ კლასიკოში“ მონაწილეობას ვიღებ.“

„ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა ყველა ფეხბურთელს სურს, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა საუკეთესო თერთმეტეული უნდა აირჩიოს. ლა ლიგის წინა ტურში სათადარიგოთ სკამზე მსხდომის სტატუსის მქონე ფეხბურთელებმა ბრწყინვალე წარმოდგენა დადგეს, ამიტომ არ არის გამორიცხული, მთავარმა მწვრთნელმა მათ „ბარსელონათანაც“ მისცეს შანსი.“

„არასდროს მავიწყდება გულშემატკივართა სახეები მაშინ, როდესაც მნიშვნელოვან შეხვედრაში გამარჯვებამდე მივდივართ. იმედი მაქვს, კვირას მადრიდელების დღე იქნება.“

„ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა „ბლაუგრანას“ წინააღმდეგ. შეხვედრის შემდეგ, მეგობრებმა დამირეკეს და ყველაფერი დეტაურად გამომკითხეს, მათ აინტერესებდათ, თუ რას ვგრძნობდი მოედანზე.“

„კატალონიაში პირველი ვიზიტის დროს ბევრი ვინერვიულე, მაგრამ საკუთარი თამაშით კმაყოფილი დავრჩი და ბედნიერი ვიყავი.“

„კრიშტიანო რონალდუ განსაკუთრებული მეგობარია. ეს არის ადამიანი, რომელიც მუდამ მოტივირებულს გხდის, მისთვის მიუწვდომელი მწვერვალი არ არსებობს. რონალდუ სწორად ცხოვრობს, ის არის საოცარი სპორტსმენი.“

„ზიდანი? მთავარი მწვრთნელი ბევრს არასდროს საუბრობს, ის მხოლოდ მაშინ იწყებს ლაპარაკს, როდესაც გუნდს ძალიან სჭირდება. ფრანგმა დამრიგებელმა გუნდში შთამბეჭდავი სიტუაცია შექმნა, ის არის გამორჩეული ადამიანი.“ dle 10.1

  • Datuna
  • 20 აპრილი 2017
  • 4126
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)