ზიდანი:„გარეთ ბეილი გამოგვაკლდა“

ხიხონის „სპორტინგთან“ შეხვედრის წინ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ რთული მატჩი გველის, ვინაიდან ხიხონელები საშინაო არენაზე გამოდიან. მათ ქულები სჭირდებათ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ლა ლიგის დასრულებამდე სულ რამდენიმე ტური რჩება, „სპორტინგი“ კი გასავარდნ ზოგანაშია, ამიტომ თითოეულ ქულას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.“

„გარეთ ბეილი გამოგვაკლდა, ის ხვალ კოლექტივთან ერთად არ იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა უელსელი ფეხბურთელი „ბაიერნთან“ შეხვედრაში.“

„დაცვაში სერიოზული პრობლემები გვაქვს. კარვახალი დისკვალიფიცირებულია, რაფა ვარანი და პეპე კი აღდგენით პროცესს გადიან, ცვლილებები მომიწევს, სხვაგვარად უკანა რგოლს ვერაფერს მოვუხერხებთ.“

„არ მაინტერესებს კრიტიკა, რომელიც კრიშტიანო რონალდუს მისამართით არსებობს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ევროსარბიელზე 100 ბურთიანი ნიშნული დაიყპრო და ამით ყველაფერია ნათქვამი.“

„კარიმ ბენზემა კარგ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება, თუმცა დაღლა მასაც ეტყობა, ვინაიდან ურთულესი გრაფიკი აქვს.“

„გარისკვა არ მიყვარს, თანაც მაშინ, როდესაც საქმე გუნდის ლიდერს ეხება. გარეთ ბეილი მადრიდში დარჩება.“

„რა თქმა უნდა, ვწუხვარ იმ ამბის გამო, რაც „დორტმუნდს“ და კერძოდ, მარკ ბარტრას შეემთხვა. ფეხბურთი აბსოლუტურად გამიჯნულია მსგავსი ტიპის შემთხვევებისგან.“

„ვარჯიშები ინტენსიურად მიმდინარეობს, აპრილის თვე წარმატებით უნდა დავასრულოთ, ამიტომ ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავთ.“

„ფაბიო კოენტრაუ 100%-ით მზად არის, მას ტრავმა არ აწუხებს, რაც ძალიან მახარებს, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხი გადაიტანა.“

„მარკო ასენსიოსთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წუთია დარჩენილი მატჩის დასრულებამდე, 90, 10 თუ 1. ესპანელი ფეხბურთელი ყოველთვის მოტივირებული გადის მინდორზე. მიხარია, რომ ასენსიო ასეთი მოტივირებულია, მას დიდი მომავალი აქვს.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 აპრილი 2017
  • 9205
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)