ზიდანი:„მადრიდის „რეალს“ არასდროს არავისი შეშინებია“

ზინედინ ზიდანმა მიუნხენში პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ არ გვეშინია მიუნხენის „ბაიერნის“, რადგან მადრიდის „რეალს“ არასდროს არავის შიში არ ჰქონია. იმაზე ვფიქრობთ, რა ხდება ჩვენს თავს და არა იმაზე, თუ როგორ იასპარეზებს გერმანული კლუბი.“

„მე მყავს ძლიერი და დაბალანსებული გუნდი, რომელმაც საკუთარი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და გამარჯვებას მიაღწიოს.“

„კარლო ანჩელოტისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, იტალიელ სპეციალისტს უდიდეს პატივს ვცემ, დღეს ჩვენ უკვე კონკურენტები ვართ.“

„BBC-ს სახით ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები მყავს, რომლებიც ხვალ კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, რომ ძალიან საჭირო ფეხბურთელები არიან.“

„კროოსი დამწუხრებულია, რომ პეპეს ტრავმა მიაყენა, მაგრამ ამისგან დაზღვეული არავინაა. გერმანელი ფეხბურთელი შესანიშნავი ფიგურაა, რომელმაც ყოველთვის ზუსტად იცის, სად უნდა იდგეს და სად გააკეთოს გადაცემა.“

„სერხიო რამოსი გუნდი ნამდვილი ლიდერია. იმედი მაქვს, ის ისე ითამაშებს გერმანელი ფორვარდების წინააღმდეგ, რომ ყვითელ ბარათს არ მიიღებს.“

„იმედი მაქვს, კაზემიროს მცველად გამოყენე არ მომიწევს და ნაჩო-რამოსის დუეტით ფონს გავალთ. პეპეს და ვარანის დაბრუნება ჯერ-ჯერობით გამორიცხულია.“

„რიბერი? მარსელო ძალიან ხშირად მახსენებს ფრანგ შემტევს, მას ბრაზილიელივით ბრწყინვალე იუმორი აქვს.“

„კარვახალის თამაშთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მას კუნთებზე მცირე პრობლემა აღენიშნებოდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 11 აპრილი 2017
  • 7942
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)