ზიდანი:„რონალდუ და კარვახალი საფრთხისქვეშ არიან“

ზინედინ ზიდანმა „ლეგანესთან“ შეხვედრისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„მიუხედავად იმისა, რომ „ლეგანესს“ საქმეები კარგად არ მისდის, ისეთივე შემართებით ვითამაშებთ, როგორც აქამდე გამოვდიოდით.“

„ეს არ არის მარტივი მატჩი, ამაში დარწმუნებული ვარ.“

„სამწუხაროდ, რაფაელ ვარანს კვლავ პრობლემები აქვს და გარკვეული პერიოდის მანძილზე გუნდის დახმარებას ვერ მოახერხებს.“

„ვარანი დიდი დანაკლისია, მაგრამ ჩვენ გვყავს პეპე, ასევე შესანიშნავ ფორმაშია ნაჩო.“

„გარეთ ბეილმა მოუმატა, უელსელ ფეხბურთელს ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესისთვის დრო დასჭირდა, მაგრამ ის ახლა მოწოდების სიმაღლეზეა.“

„ჩემთვის ხვალინდელი თამაში გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ბარსელონელი პიკეს განცხადებები.“

„ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ისკო ალარკონი მადრიდში დარჩება, ის ბრწყინვალე ფეხბურთელია.“

„ტეო ერნანდესი? მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შესანიშნავი ახალგაზრდაა.“

„რონალდუ და კარვახალი დიდი საფრთხის წინაშე არიან. ორივე მოთამაშეს 4-4 ყვითელი ბარათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში 1 მატჩს გამოტოვებენ, რაც ჩვენს გეგმებში არ შედის, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.“

„ფიზიკური თვალსაზრისით კრიშტიანო რონალდუს მდგომარეობა მართლაც გასაოცარია, ის სეზონს ისე დაასრულებს, რომ კვლავ ანალოგიურ მდგომარეობაში იქნება.“

„ხამეს როდრიგესს მომავალი სეზონის „რეალში“ გატარება სურს.“

„კატალონიელებთან დაპირისპირებაზე ჯერ-ჯერობით არ ვფიქრობ, ამის დროც მოვა.“

„რატომღაც ლუკა მოდრიჩის მისამართით კრიტიკა ისმის. გასაგებია, რომ სტატისტიკის მხრივ, ხორვატმა გარკვეულ ასპექტებში რეგრესი განიცადა, მაგრამ ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.“

„გვქონდა ჩავარდნები და საოცარი მატჩები, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც გვსურდა. „ბლანკოსი“ წელს სტაბილური გუნდის სახელს ატარებს.“

„კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალთან“ დაახლოებული პირია. იტალიელ სპეციალისტს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ის საოცარი ადამიანია. მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრა დიდ ინტერესს გამოიწვევს, ჩვენ კი ვეცდებით, რომ ორივე მატჩი მოვიგოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 აპრილი 2017
  • 7779
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)