დრენტე: რთული მატჩი გველის

სამეფო კლუბის ჰოლანდილემა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, როისტონ დრენტემ, განაცხადა, რომ მადრიდის რეალს რთული მეტოქე ჰყავს და საფრანგეთში "ბლანკოსი" დიდ გამოცდას ჩააბარებს...


"ლიონი ძალიან კარგი გუნდია, რთული მატჩის ჩატარება მოგვიწევს, დარწმუნებული ვარ ფრანგები საკუთარი კედლების იმედზე არიან და არაფრის დათმობას არ აპირებენ, მათთვის მთავარი გამარჯვება იქნება და რაღა თქმა უნდა მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გამოვლენ. ლიონს ჰყავს ჩემი აზრით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ლისანდრო ლოპესი, მისი თამაში ბევრჯერ მაქვს ნანახი და მინდა ავღნიშნო, რომ იგი პროფესიონალია და ესმის თავისი საქმე, ფრანგული კლუბისთვის ლოპესი დიდ ძალას წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ იგი ყველანაირად ეცდება კასილასის კარის აღებას".

"მოხარული ვარ, რომ ვითამაშე ხერესის წინააღმდეგ, პელეგრინიმ თამაშის საშუალება მომცა და ვეცადე იმ დროში შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომევლინა, იყო მომენტი ,როდესაც გოლის გატანის შანსიც მქონდა მაგრამ მოწინააღმდეგეს იმ ეპიზოდში ნადმვილად გაუმართლა, სიმართლე გითხრათ იმ მომენტში გული დამწყდა, რომ ვერ გავიტანე".

"სამეფო კლუბში საფრანგეთში აუცილებლად ეცდება გოლის გატანას, ჩვენ გვსურს გამარჯვება, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება, თითოეული ფეხბურთელი აცნობიერებს ამ ურთულესი თამაშის მნიშვნელობას და მაქსიმუმს გაიღებს სასურველი შედეგის მისაღწევად, იმედი მაქვს ფორტუნაც ჩვენსკენ იქნება და ცოტათი გაგვიმართლებს კიდეც, აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია და ბურთის დაჭერა" - განაცხადა როისტონმა. dle 10.1

  • Hala
  • 16 თებერვალი 2010
  • 1721
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)