ზიდანი:„კოენტრაუ საშინელ მდგომარეობაშია, რაც ძალიან მაშფოთებს“

ზინედინ ზიდანმა „ალავესის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენს წინააღმდეგ გამოდიოდა გუნდი, რომელსაც 28-იდან 10 შემთხვევაში გამარჯვება ჰქონდა დაფიქსირებული, რაც დებიუტანტისთვის მართლაც ბრწყინვალე შედეგია. ყველაფერი გავაკეთეთ სასურველი შედეგის მისაღწევად და აქტივში 3 ქულა ჩავიწერეთ.“

„მნიშვნელოვანია, რომ მეტოქის კარში 3 გოლი გავიტანეთ და საკუთარი კარი მშრალად შევინახეთ.“

„ისკომ ბრწყინვალე მატჩი გამართა, მას ვენდე და ფეხბურთელმა გაცემული ავანსი გაამართლა. აპრილში როტაცია ხშირი იქნება, რადგან 3 დღეში ერთხელ მოგვიწევს მატჩების გამართვა.“

„იმედი მაქვს, ალარკონთან შეთანხმება შედგება და ნახევარმცველი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, ის ბრწყინვალე ფიგურაა.“

„ვარანის ტრავმა? ეს დიდი მოულოდნელობა იყო. ფრანგ ფეხბურთელს აღდგენითი კურსისთვის დიდი დრო ჰქონდა და 100%-ით მზად იყო. რაფას ხვალვე ჩაუტარდება ტესტირება. იმედს გამოვთქვამ, ყველაფერი დროულად დალაგდება.“

„ბენზემა შესანიშნავი ფორვარდია და ძალიან კარგად ითამაშა.“

„ფაბიო კოენტრაუ საშინელ მდგომარეობაშია, რაც ძალიან მაშფოთებს. პორტუგალიელი ფეხბურთელის კლასში ეჭვი არავის შეაქვს, მას ბრწყინვალე წლები ჰქონდა, მაგრამ ახლა გამუდმებით ტრავმა აქვს, რაც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ანადგურებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 3 აპრილი 2017
  • 6849
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)