ზიდანი:„ჩემ თავს არასდროს ვაკადრებ იმას, რომ „ბარსელონას“ მწვრთნელი გავხდე“

ზინედინ ზიდანმა „ალავესთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მართალია „ალავესი“ ძალიან კარგად გამოდიოდა ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ არიან, მაგრამ „რეალის“ მიზანი მხოლოდ 3 ქულა იქნება.“

„100%-ით ფოკუსირებულები ვართ. დღეს უკვე პირველი აპრილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთულეს ფაზაში შევდივართ.“

„აპრილში 9 თამაშის ჩატარება მოგვიწევს, აქედან რამდენიმე კი ძალიან რთული იქნება, ამიტომ ძალების დაბალანსება უნდა მოვახერხოთ. გუნდი ძალიან სერიოზულ წვრთნებს გადის.“

„კრიშტიანო რონალდუ საფრთხის ქვეშაა, პორტუგალიელ ფეხბურთელს 4 ყვითელი ბარათი აქვს და გაფრთხილება აღარ უნდა მიიღოს, სხვა შემთხვევაში დისკვალიფიკაციას მიიღებს, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს.“

„სერხიო რამოსი გადაღლილია, ის „ალავესის“ წინააღმდეგ მოედანზე არ გავა.“

„ლუკა მოდრიჩი ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან გვეხმარება, ხორვატი ფეხბურთელი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.“

„კატალონიის „ბარსელონას“ მწვრთნელობა? ამას არასდროს ვაკადრებ ჩემ თავს. მადრიდისტა ვარ და უპრინციპო ნაბიჯის გადადმა ჩემ გეგმებში არ შედის.“

„პიკეს განცხადებები? აბსოლუტურად არ მაინტერესებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 აპრილი 2017
  • 6523
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)