არბელოა "As"-თან

ალვარო არბელოამ განაცხადა, რომ ის ბედნიერია მისი სადებიუტო გოლით და იმედოვნებს, რომ ასე კარგად გააგრძელებს თამაშს.


,,შრომისმოყვარე ფეხბურთელი ვარ და ძალიან გამიხარდა პირველი გოლი ,,რეალის" რიგებში. სწორ გზას ვადგავარ და იმედია ასე გავაგრძელებ".

,,გოლები იშვიათად გამაქვს, მაგრამ ამის გაკეთება ,,ხერესთან" მოვახერხე. ,,ლივერპულის" მაისურითაც მაქვს ორჯერ მეტოქის კარი დალაშქრული".

,,აღსანიშნავია დაცვის ხაზის შესანიშნავი თამაში. ასეთი შედეგი ,,რეალს" დიდი ხანია არ ქონია. 22 თამაშში 14 გაშვებული გოლი მართლაც კარგი შედეგია".

,,როგორც ყოფილი ,,კანტერანოს" მოთამაშე გეტყვით იმას, რომ იქ მცველებს ბურთის მოშორებას არ ასწავლიან. სარეზერვო კლუბებში თავიდანვე უნერგავენ ახალგაზრდებს ტვინში იმას, რომ ბურთის უაზროდ მოგერიება საჭირო არ არის და ტექნიკურად ასპარეზობა ამას ბევრად ჯობს. წარმატებას ვუსურვებ ყველა ახალგაზრდა მსურველს ,,რეალში" თამაშისა და დარწმუნებული ვარ, რომ პელეგრინი მათ შანსს მისცემს".

,,ლუის მალოუნი შესანიშნავი ადამიანი იყო. ის გახლდათ ,,თეთრების" მწვრთნელიც, ფეხბურთელიც და სპორტული დირექტორიც. ის ძალიან დიდი დანაკლისია. მას მივამსგავსებდი პელეგრინის, რომელიც ისეთივე მშვიდია, როგორიც მალოუნი იყო".

,,ლიონი სერიოზული გუნდია, მაგრამ ჩვენ ისინი უნდა დავამარცხოთ. ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი მიზანია".


ინფორმაციის წყარო:as.com

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)